რამლა

ქალაქი ისრაელში
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რამლა (ებრ. ‏רַמְלָה‏‎ , არაბ.: الرملة‎ ) — ქალაქი ისრაელში, რომელიც მდებარეობს ისრაელის სანაპირო დაბლობზე. ეკუთვნის ცენტრალურ ადმინისტრაციულ ოლქს. არის რამლას ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ცენტრი. მდებარეობს თელ -ავივის აღმოსავლეთით 24 კმ -ში.

დასახლებული პუნქტი
რამლა
არაბული الرملة‎
ებრ. רַמְלָה‏
გერბი

ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
კოორდინატები 31°55′39″ ჩ. გ. 34°51′45″ ა. გ. / 31.92750° ჩ. გ. 34.86250° ა. გ. / 31.92750; 34.86250
მერი მიხაელ ვიდალი
დაარსდა 716
ფართობი 11,854 კმ²
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 76 246 კაცი (2020)
სასაათო სარტყელი UTC+2:00 ზაფხულში +3:00
სატელეფონო კოდი +972 892
საფოსტო ინდექსი 40050
ოფიციალური საიტი https://ramle.org.il/
რამლა — ისრაელი
რამლა

მოსახლეობა—2020 წლის მდგომარეობით  76,246  კაცი. ქალაქი ძირითადად ებრაულია,  არაბები უმცირესობას შეადგენენ.

რამლა დაარსდა ახ.წ. 705-715 წლებში. ომაიანთა გუბერნატორის და მომავალი ხალიფა სულეიმან იბნ აბდ-ალ-მალიქის მიერ.[1][2]

ისტორია და ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

რამლა არაბების მიერ დაარსებული  ერთადერთი ქალაქია პალესტინაში. სახელი მომდინარეობს არაბული სიტყვიდან ქვიშა. ქალაქი  716 წელს დააარსა ხალიფა სულეიმანმა, რომელიც აპირებდა პალესტინის დედაქალაქად ექცია ახლომდებარე ლიდას ნაცვლად. მისი მეფობის დროს აღადგინეს ციხის კედლები, ბაზარი და დიდი მეჩეთი. იმდროინდელი შენობებიდან შემორჩენილია მხოლოდ 27 მეტრიანი მინარეთი ("თეთრი კოშკი"), რომელიც მე -13 საუკუნეში დასრულდა ბეიბარს I - ის მიერ.

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს რამლა ჯვაროსნების  მოწინავე ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, სახელად რამსი (Rames). მას ასევე შეცდომით უწოდებდნენ არიმათიას. ამ ადგილას წარმოიშვა ფეოდალური სენიორია, რომლის  ცენტრი რამლა გახლდათ . მას მართავდნენ იბელინების გვარის რაინდები. 1187 წელს სალაჰ ად-დინმა დაიპყრო ქალაქი, ამავე დროს განადგურდა მისი სიმაგრეები, აშენდა მეჩეთი დანგრეული კათოლიკური ტაძრის ადგილზე. 1229-1260 წლებში ქალაქს კვლავ იბელინები მართავდნენ.

მე -14 საუკუნიდან რამლა გახდა მთავარი სავაჭრო ცენტრი. ქალაქის მოსახლეობის  უმეტეს ნაწილს შეძლებული ებრაელები შეადგენდნენ. 1799 წელს ნაპოლეონის შტაბი  რამლაში იყო. ოთახი, სადაც მომავალი იმპერატორი გაჩერდა, წმინდანების ნიკოდემოსისა და იოსების ფრანცისკანელის მონასტერში მდეგბარეობს.

გაეროს 1947 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რამლა უნდა შესულიყო პალესტინის სახელმწიფოს შემადგენლობაში. იმის შიშით, რომ ქალაქი გახდებოდა თელ -ავივზე თავდასხმის პლაცდარმი, ისრაელელებმა რამლა დაისაკუთრეს 1948 წლის 12 ივლისს. მოსახლეობის უმეტესობამ, რომლებიც ქრისტიანი არაბები იყვნენ,  ქალაქი დატოვა.

1962 წელს სამხედრო დამნაშავე  კარლ ადოლფ აიხმანი სიკვდილით დასაჯეს რამლას ციხეში

მე -20 საუკუნის მეორე ნახევარში რამლა ორი დიდი კრიმინალური კლანის  კარაჯისა და ჯარუშის  დაპირისპირების ცენტრი გახდა, მათ შორის ომში რაკეტებიც კი იყო გამოყენებული.[3]

რამლაში კვლავ ხდება ე.წ. ღირსების მკვლელობის— ფემიციდის შემთხვევები.

ქვეყნის სხვა ქალაქებთან შედარებით, რამლაში ცხოვრების დონე ამჟამად საშუალოზე დაბალია.[4][5][6]

მოსახლეობა

რედაქტირება

ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს თანახმად, 2020 წლის დასაწყისში რამლას მოსახლეობა 76,246 იყო.

განათლება

რედაქტირება

რამლაში არის ტექნოლოგიური კოლეჯი.

2011 წლის ივლისში გადაწყდა, რომ ბარლა-ილანის უნივერსიტეტის ფილიალი რამლაში გაიხსნებოდა  2011/2012 სასწავლო წლის დასაწყისში. (ჯერ არ განხორციელებულა).

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

მინარეთი "თეთრი კოშკი" (VIII-XIII საუკუნეები) და დიდი მეჩეთი, რომელიც აშენდა XIII საუკუნეში კათოლიკური ტაძრის ადგილას.

იოსებ არიმათიელის ფრანცისკანული მონასტერი ნაპოლეონის ოთახით.

წმ. ელენეს უნიკალური მიწისქვეშა თაღოვანი აუზი თარიღდება მე -8 საუკუნით. ღიაა ნავით მოგზაურობისთვის.

დაღუპული ჯარისკაცების სასაფლაოზე არის ვორესტერშირის სამეფო პოლკის რიგითის— ჰარი პოტერის საფლავი. ჰარი პოტერი  ჯარს 16 წლის ასაკში (ასაკი—ერთი წელი მოიმატა)  შეუერთდა. წელიწადნახევრის შემდეგ, 1939 წლის 22 ივლისს, იგი დაიღუპა ხებრონის მახლობლად მეამბოხეებთან შეტაკებისას. ჰარი პოტერის საფლავი დაემატა ოფიციალური ტურისტული ღირსშესანიშნაობების სიას.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Ramla (Israel) . — Encyclopædia Britannica Online.
  2. "עיריית רמלה – אתר האינטרנט".(ივრით.) Ramla.muni.il. Retrieved May 6, 2009.
  3. Jerusalem Post, Liat Collins, Panel to police: Quell Lebanon-like feud in Ramle. დაარქივებულია 18 ოქტომბერი 2016 წ., November 18, 1997
  4. " King, Edmund (2004) "Stephen (c.1092–1154)" Oxford Dictionary of National Biography Oxford University Press, Oxford, England, online edition accessed Oct 27, 2009
  5. Le Strange, 1890, p? ; Encyclopedia of Islam, article "al-Ramla".
  6. Encyclopedia of Islam, article "al-Ramla"; Myriam Rosen-Ayalon, The first century of Ramla, Arabica, vol 43, 1996, pp250–263.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რამლა“-დან