იბელინები ან იბელენები (ფრანგ. Maison d'Ibelin — იბელინთა საგვარეულო) — გავლენიანი ფეოდალური გვარი, რომლის წარმომადგენლები XII-XIV საუკუნეებში იყვნენ იერუსალიმისა და კვიპროსის სამეფოს უმსხვილესი მიწის მესაკუთრეები. მათ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ლუზინიანთა სამეფო დინასტიასთან და დაკავებული ჰქონდათ კვიპროსის სამეფოს უმაღლესი სახელმწიფო პოზიციები.

იბელინები
გერბი
ოქროსფერ ფონზე წითელი ჯვარი
პერიოდი XII-XIV საუკუნე
ტიტული იაფის გრაფები, რამლის, ნაბლუსისა და ბეირუთის ლორდები (სენიორები)
ქვეშევრდომობა იერუსალიმის სამეფოს დროშა იერუსალიმის სამეფო
სამფლობელოები იაფა, რამლა, ნაბლუსი, ბეირუთი, არსუფი
სასახლეები იბელინი
სამოქალაქო საქმიანობა იერუსალიმისა და კვიპროსის უმაღლესი თანამდებობის პირები

ციხესიმაგრე

რედაქტირება

იბელინი (ფრანგ. Ibelin) ფრანგულად ეწოდა ციხესიმაგრეს იერუსალიმის სამეფოში, დღევანდელი იავნე. იგი აშენდა 1141 წელს იაფას და ასკალონს შორის, რამლის და მონჟისარის ახლოს. ამ დროს ასკალონი ფატიმიდების სახალიფოს ეკუთვნოდა, რომლებიც ყოველწლიურად თავს ესხმოდნენ და არბევდნენ იერუსალიმის სამეფოს მიწებს. ახალი ციხესიმაგრე გათვლილი იყო ამ ტერიტორიების დასაცავად და მუსლიმთა შესაჩერებლად. მის პირველად ნაგებობას ჰქონდა ოთხი კოშკი.

იბელინის სენიორები

რედაქტირება

გენეალოგია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება