ბალდუინ დე იბელინი

ბალდუინ დე იბელინი, ასევე ცნობილია როგორც ბალდუინ რამლელი (ფრანგ. Baudouin d'Ibelin; დ. დაახლ. 1133 — გ. 1187) — იერუსალიმის სამეფოს გავლენიანი ბარონი XII საუკუნეში. იგი იყო ბარისან დ’იბელინის მეორე ვაჟი, მისი უფროსი ძმა იყო ჰუგო და უმცროსი — ბალიანი.

ბალდუინ დე იბელინი
Baudouin d'Ibelin
მირაბელის სენიორი
მმართ. დასაწყისი: 1151
მმართ. დასასრული: 1186
წინამორბედი: ბარისან დ’იბელინი
მემკვიდრე: ტომას დე იბელინი
რამლის სენიორი
მმართ. დასაწყისი: 1170
მმართ. დასასრული: 1186
წინამორბედი: ჰუგო დე იბელინი
მემკვიდრე: ტომას დე იბელინი
იბელინის სენიორი
მმართ. დასაწყისი: 1170
მმართ. დასასრული: 1170
წინამორბედი: ჰუგო დე იბელინი
მემკვიდრე: ბალიან დე იბელინი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1133
გარდ. თარიღი: 1187
შვილები: ეშივა დე იბელინი
ტომას დე იბელინი
დინასტია: იბელინები
მამა: ბარისან დე იბელინი
დედა: ელვის რამლელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ, იბელინის ციხესიმაგრე და რამლა ბალდუინს გადაეცა, რომელმაც იბელინი უმცროს ძმას, ბალიანს გადასცა. 1174 წელს ბალდუინმა და ბალიანმა მხარი დაუჭირეს ტრიპოლის გრაფს, რაიმონ III-ს მილ დე პლანსის წინააღმდეგ, რომლებიც იბრძოდნენ ბალდუინ IV-ის რეგენტობისთვის, ხოლო 1177 წელს ძმებმა მონაწილეობა მიიღეს მონჟისარის ბრძოლაში.

1177 წელს ბალდუინმა საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა მეფის მამიდაშვილს, ფილიპ ფლანდრიელს, რომელსაც სურდა მეფის დები თავის ვასალებზე დაექორწინებინა. ფილიპმა ოქტომბერში დატოვა იერუსალიმი და გაემართა ჩრდილოეთით, სადაც იბრძოდა მუსლიმთა წინააღმდეგ ანტიოქიის სამთავროს მხარეზე.

1179 წელს, ტამპლიერთა დიდ მაგისტრთან, ოდო დე სენტ-ამანთან ერთად ტყვედ ჩავარდა იორდანესთან ბრძოლისას. მისი გამოსასყიდი გადაიხადა ბიზანტიის იმპერატორმა, მანუელ კომნენოსმა. გამოსყიდვის შემდეგ ბალდუინი ეწვია კონსტანტინოპოლს (1180). ლეგენდის თანახმად, იმპერატორმა იგი სავარძელში ჩასვა და თავიდან ფეხებამდე ოქრო დააყარა. მის კონსტანტინოპოლში ყოფნის დროს მანუელ კომნენოსი გარდაიცვალა.

1183 წელს ბალდუინმა მხარი დაუჭირა რაიმონ III-ს გი დე ლუზინიანის წინააღმდეგ, რომელიც ამ დროს მეფის დის, სიბილას ქმარი და კეთროვანი მეფის რეგენტიც იყო. ბალდუინი ერთ-ერთი იმ ბარონთაგანი იყო, რომლებმაც სიბილას ურჩიეს მეფედ მისი შვილი ბალდუინ V დაესვათ. ეს მოხდა 1183 წელს, როდესაც კეთროვანი მეფე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო; როგორც ჩანს ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა იმას, რომ გი დე ლუზინიანი მეფე არ გამხდარიყო. ბალდუინ V მეფედ აკურთხეს 1185 წელს, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მაგრამ 1186 წელს გარდაიცვალა. იმავე წელს სიბილას და გის კორონაცია გაიმართა.

ტახტის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა — ონფრუა IV ტორონელმა, რომელსაც რაიმონ III-ც მხარს უჭერდა, უარი თქვა თავის პრეტენზიებზე და არ დაიწყო სამოქალაქო ომი. მოგვიანებით იგი სიბილას და გის შეუერთდა. სამეფოს ყველა ბარონმა შეჰფიცა მათ ერთგულება, რაიმონისა და ბალდუინის გარდა. ბალდუინმა თავისი ვაჟი დატოვა ბალიანის მეურვეობის ქვეშ და თვითონ ანტიოქიაში გაემგზავრა.

ერნულის ცნობით (ვილჰელმ ტვიროსელის ქრონიკის გამგრძელებელი), ბალდუინს იმიტომ არ მოსწონდა გი, რომ მას თვითონ სურდა დაქორწინებულიყო სიბილაზე 1180 წელს. ბალდუინსა და სიბილას მიმოწერა ჰქონდათ ბალდუის ტყვეობაში ყოფნის დროს, მაგრამ იბელინთა გვარი ნაკლებად დიდებული იყო, ვიდრე ლუზინიანთა. ამიტომ მათი ქორწინება ვერ განხორციელდა. ბალდუინი გის „გიჟად და სულელად“ სთვლიდა და არ აღიარებდა მეფედ (ასევე იმიტომ, რომ გი დე ლუზინიანი ევროპიდან ჩამოსული, ხოლო თვითონ ადგილობრივი დიდებული იყო). მან უარი განაცხადა იერუსალიმში დაბრუნებაზე, რათა დახმარებოდა გის სალადინთან წინააღმდეგ ბრძოლაში. სავარაუდოდ გარდაიცვალა ნებაყოფლობით გარდაცვალებაში 1187 წელს.

1157 წელს ბალდუინი დაქორწინდა რიშილდა ბეტსანელზე. მათი შვილები:

1174 წელს გაეყარა რიშილდას და დაქორწინდა იზაბელა გოტმანზე (1175). იგი გარდაიცვალა 1177 წელს და ბალდუინი ტრიპოლის კონსტებლის — რენიეს ქალიშვილ — მარიაზე დაქორწინდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვილჰელმ ტვიროსელი, A History of Deeds Done Beyond the Sea. E. A. Babcock and A. C. Krey, trans. Columbia University Press, 1943.
  • Peter W. Edbury, The Conquest of Jerusalem and the Third Crusade: Sources in Translation. Ashgate, 1996.
  • Peter W. Edbury, John of Ibelin and the Kingdom of Jerusalem. Boydell Press, 1997.
  • Bernard Hamilton, The Leper King and his Heirs. Cambridge University Press, 2000.
  • H. E. Mayer, "Carving Up Crusaders: The Early Ibelins and Ramlas", in Outremer: Studies in the history of the Crusading Kingdom of Jerusalem presented to Joshua Prawer. Yad Izhak Ben-Zvi Institute, 1982.
  • Steven Runciman, A History of the Crusades, vol. II: The Kingdom of Jerusalem. Cambridge University Press, 1952.