ჰუგო დე იბელინი (ფრანგ. Hugues d’Ibelin; დ. 1130 — გ. 1170) — რამლისა და იბელინის სენიორი, იერუსალიმის სამეფოს გავლენიანი ბარონი.

ჰუგო დე იბელინი
Hugues d’Ibelin
იბელინის სენიორი
მმართ. დასაწყისი: 1150
მმართ. დასასრული: 1170
წინამორბედი: ბარისან დე იბელინი
მემკვიდრე: ბალდუინ დე იბელინი
რამლის სენიორი
მმართ. დასაწყისი: 1151
მმართ. დასასრული: 1170
წინამორბედი: ბარისან დე იბელინი
მემკვიდრე: ბალდუინ დე იბელინი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1130
გარდ. თარიღი: 1170
მეუღლე: აგნეს დე კურტენე
დინასტია: Armoiries Ibelin.svg იბელინები
მამა: ბარისან დე იბელინი
დედა: ელვის რამლელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფიარედაქტირება

ჰუგო იყო ბარისან დ’იბელინისა და ელვის რამლელის უფროსი ვაჟი. ბარისანის გარდაცვალების შემდეგ (1150) ელვისი დაქორწინდა იერუსალიმის სამეფოს კონსტებლზემანასე დ’იერჟზე, რომელიც იყო დედოფალ მელისენდას ერთ-ერთი ერთგული მხარდამჭერი ბალდუინი III-სთან ბრძოლაში.

მანასე 1152 წელს გააძევეს, როდესაც ბოლდუინმა დამარცხდა მელისენდა და ჰუგოს უბოძა რამლა, დედამისის სამფლობელო. იგი მონაწილეობდა 1153 წელს ასკალონის ალყაში. 1157 წელს ტყვედ ჩავარდა ბანიასთან ბრძოლისას და შემდეგ წელს იქნა გათავისუფლებული. 1159 წელს ჰუგო ანტიოქიას ეწვია და შეხვდა ბიზანტიის იმპერატორ მანუელ კომნენოსს, რომელიც ჩამოსული იყო მისი სუვერენიტეტის დასამტკიცებლად სამთავროზე.

ლიტერატურარედაქტირება

  • William of Tyre. A History of Deeds Done Beyond the Sea = Historia Rerum in partibus transmarinis gestarum / E. A. Babcock and A. C. Krey, trans. — Columbia University Press, 1841.
  • Peter W. Edbury. John of Ibelin and the Kingdom of Jerusalem. — Boydell Press, 1997.
  • H. E. Mayer,. Carving Up Crusaders: The Early Ibelins and Ramlas // Outremer: Studies in the history of the Crusading Kingdom of Jerusalem presented to Joshua Prawer. — Yad Izhak Ben-Zvi Institute, 1982.
  • Runciman Stiven. A History of the Crusades, Vol. II: The Kingdom of Jerusalem. — Cambridge University Press, 1952.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება