ლუზინიანები (ფრანგ. Maison de Lusignan) — წარმოშობით ფრანგული სამეფო საგვარეულო, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქაში მართავდა იერუსალიმის, კვიპროსისა და კილიკიის სომხეთის სამეფოებს. იგი დაახლოებით X საუკუნეში დაარსდა, მისი პირდაპირი შტო 1267 წელს, ხოლო გვერდითი შტო 1474 წელს შეწყდა.

ლუზინიანები
ქვეყანა საფრანგეთის სამეფო
იერუსალიმის სამეფო
კვიპროსის სამეფო
კილიკიის სომეხთა სამეფო
ტიტულები ლუზინიანის სენიორი
(X საუკუნე-1308)
ლა მარშის გრაფი
(1199-1309)
ანგულემის გრაფი
(1246-1309)
იერუსალიმის მეფე
(1186-1192)
კვიპროსის მეფე
(1192-1474)
კილიკიის სომეხთა მეფე
(1342-1464)
დამაარსებელი უგო I ლუზინიანელი
უკანასკნელი მმართველი ჯეიმზ III კვიპროსელი
დაარსდა X საუკუნე
დაიშალა 1267 (ძირითადი შტო)
1474 (გვერდითი შტო)
ეროვნება ფრანგები

მმართველები

რედაქტირება

საფრანგეთი

რედაქტირება

ლუზინიანის სენიორები

რედაქტირება
  • უგო I (885-930), ლუზინიანის პირველი სენიორი, მეტსახელად „მონადირე“;
  • უგო II (910-967), ლუზინიანის მეორე სენიორი, მეტსახელად „კეთილი“;
  • უგო III, ლუზინიანის მესამე სენიორი, მეტსახელად „თეთრი“;
  • უგო IV (?-1026), ლუზინიანის მეოთხე სენიორი, მეტსახელად „ყავისფერი“;
  • უგო V (?-1060), ლუზინიანის უკანასკნელი სენიორი, მეტსახელად „სამართლიანი“;

ლა მარშის გრაფები

რედაქტირება

1091 წელს საფრანგეთის მეფემ ლუზინიანებს დამატებით ლა მარშის გრაფობა უბოძა:

  •  
    ჯვაროსნული ქვეყნები 1165 წლისთვის. ლუზინიანთა სამფლობელოებია: იერუსალიმის სამეფო (თეთრად), კვიპროსის სამეფო (იისფრად) და კილიკიის სომეხთა სამეფო (ნარინჯისფრად)
    უგო VI (1039-1102), მეტსახელად „სატანისტი“;
  • უგო VII (1065-1151), მეტსახელად „ყავისფერი“;
  • უგო VIII (1106-1171), მეტსახელად „მოხუცი“;
  • უგო IX (1168-1219), მეტსახელად „ყავისფერი“;

ოს გრაფები

რედაქტირება

1200 წელს საფრანგეთის მეფემ უგო VIII-ის უმცროს ვაჟ რაულს ოს გრაფობა უბოძა:

  • რაულ I (1169-1219);
  • რაულ II (1200-1250), იქორწინა სამჯერ: 1. ჟანა ბურგუნდიელზე, 2. იოლანდ დე დრექსზე და 3. ფილიპა დარმატინზე;
  • მარი (1250-1260), ოს გრაფინია, დაიბადა მამის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე და გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ანგულემის გრაფები

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც უგო IX-ის ვაჟმა, ლა მარშის გრაფმა უგო X-მ ცოლად თავად ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოს ქვრივი, დედოფალი იზაბელა ანგულიმელი შეირთო, მისი მზითვით იგი ანგულემის გრაფი გახდა და საფუძველი ჩაუყარა ანგულემელ ლუზინიანებს:

  • უგო X (1183-1249), ანგულემის გრაფი, ცოლად შეირთო იზაბელა ანგულიმელი, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი;
  • უგო XI (1221-1250), ანგულემის გრაფი. ცოლად შეირთო პიერ I-ის ასული იოლანდ ბრეტონელი, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი;
  • უგო XII (1235-1270), ანგულემის გრაფი. ცოლად შეირთო ჟანა დე ფუჟერსი, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი;
  •  
    გი დე ლუზინიანი, იერუსალიმისა და კვიპროსის მეფე
    უგო XIII (1259-1303), ანგულემის გრაფი, ცოლად შეირთო ბურგუნდიის ჰერცოგის ასული ბეატრიქსი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია, ამიტომაც ქონება მის ძმას გადაეცა;
  • გი (1260-1308), ანგულემის გრაფი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო, ამიტომაც იგი მისმა დამ ჩაანაცვლა;
  • იოლანდა (1257-1314), ლა მარშის, ლუზინიანისა და ანგულემის გრაფინია. დაქორწინდა ორჯერ და შეეძინა ოთხი შვილი, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-მ ლუზინიანების მთელი ქონება სამეფო დომენს დაუქვემდებარა;

იერუსალიმის მეფეები

რედაქტირება

1186 წელს უგო VIII-ის ვაჟმა, გი დე ლუზინიანმა დაიკავა იერუსალიმის ტახტი, რითაც დაიწყო ლუზინიანთა მმართველობა იერუსალიმში:

  • გი (1150-1194), იერუსალიმის მეფე 1186-1192 წლებში, ცოლად შეირთო იერუსალიმის დედოფალი სიბილა, თუმცა შვილი არ ჰყოლია;

1197 წელს ასევე უგო VIII-ის ვაჟმა ემერი კვიპროსელმა აღადგინა ლუზინიანთა მმართველობა იერუსალიმში:

  • ემერი (1153-1205), იერუსალიმის მეფე 1197-1205 წლებში როგორც დედოფალ იზაბელა I-ის მეუღლე;

კვიპროსის მეფეები

რედაქტირება
 
კვიპროსის მეფე პეტრე I-ის მკვლელობა

III ჯვაროსნულ ლაშქრობაში რიჩარდ ლომგულის მიერ კვიპროსის დაპყრობის შემდეგ დაარსდა კვიპროსის სამეფო, რომლის მეფობაც მან ემერი ლუზინიანს ჩააბარა:

  • ემერი (1153-1205), კვიპროსის მეფე 1194-1205 წლებში. პირველად იქორწინა ეშვივა იბელინელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იზაბელა I იერუსალიმელზე. პირველი ცოლისგან დარჩა ხუთი, ხოლო მეორესგან სამი შვილი;
  • უგო I (1194-1218), კვიპროსის მეფე 1205-1218 წლებში. ცოლად შეირთო ალის შამპანელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
  • ანრი I (1217-1253), კვიპროსის მეფე 1218-1253 წლებში. ცოლად შეირთო ალიქს მონფერატელი, მისი გარდაცვალების შემდეგ სტეფანია ლამპრონელი, მეორედ დაქვრივების შემდეგ კი იქორწინა პლეზანს ანტიოქიელზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე;
  • უგო II (1252-1267), კვიპროსის მეფე 1253-1267 წლებში. გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

უგო II-ის უშვილოდ დაღუპვის შემდეგ ტახტი უგო I-ის ასულის, იზაბელა კვიპროსელის ვაჟმა, იერუსალიმის მეფე უგო III-მ დაიკავა, რითაც შეიქმნა ლუზინიან-პუატიერთა დინასტია, რომელიც გამეფდა კვიპროსში:

  • უგო III (1235-1284), კვიპროსის მეფე 1267-1284 წლებში. ცოლად შეირთო იზაბელა იბელინელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  • ჟან I (1259-1285), კვიპროსის მეფე 1284-1285 წლებში. გარდაიცვალა უცოლ-შვილო, ამის გამო ტახტი მისმა ძმამ დაიკავა;
  • ანრი II (1270-1324), კვიპროსის მეფე 1285-1324 წლებში. ცოლად შეირთო კონსტანცია სიცილიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია, რის გამოც ტახტი მისი ძმისწულმა დაიკავა;
  • უგო IV (1293-1359), კვიპროსის მეფე 1324-1359 წლებში. ცოლად შეირთო ალიქს იბელინელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  •  
    სომეხთა მეფე ლევონ VI-ის საფლავი პარიზში, საფრანგეთში.
    პეტრე I (1328-1369), კვიპროსის მეფე 1359-1369 წლებში. ცოლად შეირთო ეშივ დე მონფორი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ლეონორ არაგონელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  • პეტრე II (1354-1382), კვიპროსის მეფე 1369-1382 წლებში. ცოლად შეირთო ვალენტინა ვისკონტი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია, ამიტომაც ტახტი ბიძამისმა დაიკავა;
  • ჯეიმზ I (1334-1398), კვიპროსის მეფე 1382-1398 წლებში. ცოლად შეირთო აგნესა ბავარიელი, რომლის გარდაცვალების შემდეგაც იქორწინა ჰელვის ბრაუნშვაიგელზე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  • იანუსი (1375-1432), კვიპროსის მეფე 1398-1432 წლებში. ცოლად შეირთო ანგლესია ვისკონტი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი დაქორწინდა შარლოტ დე ბურბონზე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  • ჟან II (1418-1458), კვიპროსის მეფე 1432-1458 წლებში. პირველად იქორწინა ამადეა პალეოლოგინაზე, ხოლო მისი დაღუპვის შემდეგ იქორწინა ელენა პალეოლოგინაზე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  • შარლოტა (1444-1487), კვიპროსის დედოფალი 1458-1464 წლებში. პირველად დაქორწინდა ჟუან პორტუგალიელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ლუდოვიკო სავოიელზე, თუმცა შვილები არ ჰყოლია. იგი მისმა ძმამ ჩამოაგდო ტახტიდან;
  • ჯეიმზ II (1438-1473), კვიპროსის მეფე 1464-1473 წლებში. ცოლად შეირთო კატერინა კორნარო, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე;
  •  
    კილიკიის სომხეთის მეფე კონსტანტინე III სამეფო ტახტზე
    ჯეიმზ III (1473-1474), კვიპროსის მეფე 1473-1474 წლებში. გარდაიცვალა მცირეწლოვანი, რის შემდეგაც დედამისმა კვიპროსი ვენეციელებს მიჰყიდა;

კილიკიის სომეხთა მეფეები

რედაქტირება

კვიპროსის მეფე უგო IV-ის ვაჟმა ამალრიკმა ცოლად შეირთო კილიკიის სომხეთის პრინცესა ზაბელი, რომელთანაც შეეძინა კილიკიის სომხეთა მომდევნო მეფე:

  • კონსტანტინე II (?-1344), კილიკიის სომეხთა მეფე 1342-1344 წლებში. ცოლად შეირთო თეოდორა სირგიანაინა, რომელთანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი, ამიტომ ტახტი მისმა ბიძაშვილმა დაიკავა;
  • კონსტანტინე IV (?-?), კილიკიის სომეხთა მეფე 1362-1373 წლებში. გარდაიცვალა უცოლ-შვილოდ, რის გამოც ტახტი კონსტანტინე II-ის კიდევ ერთმა ბიძაშვილმა დაიკავა;
  • ლევონ VI (1342-1393), კილიკიის სომეხთა უკანასკნელი მეფე 1374-1375 წლებში. ცოლად შეირთო მარგარიტა სუასონელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;

1375 წელს კილიკიის სომხეთი მამლუქებმა დაიპყრეს, თუმცა კვიპროსელმა ლუზინიანებმა ჯეიმზ I-ის თაოსნობით, 1382 წლიდან მიიღეს კილიკიის სომხეთა ტიტულარული მეფობა, რომლის უკანასკნელი მონარქით იყო დედოფალი შარლოტა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Basmadjian, K. J. (Nov–Dec 1920). "Cilicia: Her Past and Future". The New Armenia. 12 (11–12): 168–9.
  • The Advocate: America's Jewish Journal, Volume 44. 21 December 1921 p. 628
  • Kurdoghlian, Mihran (1996). Badmoutioun Hayots, Volume II (in Armenian). Athens, Greece: Hradaragoutioun Azkayin Oussoumnagan Khorhourti. pp. 29–56.
  • Hill, George (2010). A History of Cyprus, Vol. 2 (1 ed.). Cambridge University Press. p. 441. ISBN 978-1108020633. Retrieved 4 June 2015.
  • Notes and Queries: A Medium of Intercommunication for Literary Men, General Readers, Etc. Vol. 10. Series 5. London: John Francis, 1878. p. 190
  • Runciman, p. 180
  • "Site officiel du musée du Louvre". Cartelfr.louvre.fr. Retrieved 2012-08-11.
  • Basmadjian, K. J. (Nov–Dec 1920). "Cilicia: Her Past and Future". The New Armenia 12 (11-12): 168–9.
  • Andrée Giselle Simard, The Manuscript Torino J.II.9: A Late Medieval Perspective on Musical Life and Culture at the Court of the Lusignan Kings at Nicosia", pp. 35–36, December 2005, retrieved on 15 June 2009
  • Sire, Paul King Arthur's European Realm: New Evidence from Monmouth's Primary Sources. 2014, McFarland p. 182 0786478012
  • Dictionnaire des Titres et des terres titrées en France sous l'ancien régime», Eric Thiou, Éditions Mémoire et Documents, Versailles, 2003
  • Gillingham, Harrold E. (1935). Ephemeral Decorations. ANS Numismatic Notes and Monographs. 66. New York: American Numismatic Society. pp. 2–3, 20–31.