ლევონ VI (სომხ. Լեւոն Զ Լուսինյան, ხშირად ლევონ V დ. 1342  — გ. 29 ნოემბერი, 1393) — კილიკიის სომხეთის უკანასკნელი მეფე. ზეობდა 1374–1375 წლებში. 

ლევონ VI ლუზინიანი
Լևոն Զ Լուսինյան
Léon VI de Lusignan
კილიკიის სომხეთის მეფე
კორონაცია: 1374 წლის 14 სექტემბერი
მმართ. დასაწყისი: 1374
მმართ. დასასრული: 1375
წინამორბედი: კონსტანდინ V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1342
დაბ. ადგილი: კვიპროსი
გარდ. თარიღი: 1393
გარდ. ადგილი: პარიზი
მეუღლე: მარგარიტა დე სუასონი, იგივე მარიუნ
შვილები: ძე: გვიდო
ასული: მარია (უცნობი საყვარლისგან)
დინასტია: ლუზინიანები
მამა: იოანე დე ლუზინიანი
დედა: სოლდანა ბაგრატიონი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:
ეროვნება: სომეხი

ლევონი იყო იოანე დე ლუზინიანის (სომხეთის რეგენტისა და კონეტაბლის) შვილი. დედამისი იყო საქართველოს მეფის გიორგი V ბრწყინვალის ასული, სოლდანა (დასავლურ ქრონიკებში - სოლდანა ქართველი). 1360 წელს გახდა ხმლის ორდენის რაინდი, ხოლო 1372 წლის 17 ოქტომბერს გახდა  იერუსალიმის სენეშალი.

სომხეთის უკანასკნელი მეფე

რედაქტირება

1374 წელს ჯვაროსანი-რაინდი ლევონ დე ლუზინიანი ჩავიდა ქალაქ სისში, სადაც მეფედ აკურთხეს. კილიკიის სომხეთი მაშინ დასუსტებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა.

ის მალევე აიღეს მამლუქებმა. ლევონმა ჯერ კაიროს შეაფარა თავი, ხოლო შემდეგ ევროპაში ეძებდა დახმარებას. სომეხთა უკანასკნელი მეფე გარდაიცვალა პარიზში 1393 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება