ჟინვალის წყალსაცავი
ჟინვალის წყალსაცავი — კომპლექსური დანიშნულების წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალის ჩრდილოეთით, თბილისიდან 70 კმ-ში. მდებარეობს მდინარე არაგვის შუა წელში. მოქცეულია ალევის, გუდამაყრისა და ქართლის ქედებს შორის. ფართობი 11,5 კმ². წყლის მოცულობა 520 მლნ. მ³, სასარგებლო მოცულობა 370 მლნ. მ³.[1] მაქსიმალური სიღრმე 75 მ.[2] შეიქმნა 1985 წელს ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით მდინარე არაგვის ხეობაში. გამომუშავებული ელექტროენერგიის წარმადობა 130 000 კვტ-ია. მდინარე არაგვის ნაწილი, სადაც ჟინვალის წყალსაცავი აშენდა, გაუქმდა და ამ ყოფილი მდინარის ნაწილში მდინარის ეკოსისტემა აღარ არსებობს.[3] ჟინვალის წყალსაცავს დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქ თბილისის წყლით მომარაგების საკითხში. აღსანიშნავია, რომ ჟინვალის წყალსაცავი თბილისის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს ამარაგებს სასმელი წყლით. ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობის დაწყებისას, წყლის ქვეშ მოექცა XII საუკუნის ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია, რომელიც 6 თვე წყალშია მოქცეული, ხოლო 6 თვე წყლისგან თავისუფლდება.[4]
ჟინვალის წყალსაცავი | |
---|---|
ჟინვალის წყალსაცავი | |
კოორდინატები: 42°09′02″ ჩ. გ. 44°46′22″ ა. გ. / 42.150556° ჩ. გ. 44.772972° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
ფართობი | 11,5 კმ² |
მოცულობა | 0,52 კმ³ |
უდიდესი სიღრმე | 75 მ |
საშუალო სიღრმე | 45 მ |
ჩაედინება |
მთიულეთის არაგვი ფშავის არაგვი |
გამოედინება | არაგვი |
შევსების წელი | 1985 |
ჰესი | ჟინვალის ჰიდროელექტროსადგური |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფია, წიგნი I, გვ. 52, თბ., 2005
- ↑ ჟინვალის წყალსაცავი — გეოგრაფიული ცნობები
- ↑ საპილოტე მდინარის აუზის მართვის გეგმა მდინარე არაგვისთვის[მკვდარი ბმული]
- ↑ ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული ტაძარი