პუნოს რეგიონი

(გადამისამართდა გვერდიდან პუნო (რეგიონი))

პუნორეგიონი პერუში. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ბოლივია, ჩრდილოეთით – მადრე-დე-დიოსის რეგიონი, დასავლეთით – კუსკოს და არეკიპას რეგიონები, სამხრეთ-დასავლეთით – მოკეგას რეგიონი და სამხრეთით ტაკნას რეგიონი. დედაქალაქი – პუნო, რომელიც გეოგრაფიულად მდებარეობს ალტიპლანოს მთიანეთში, ტიტიკაკას ტბის სიახლოვეს.

პუნოს რეგიონი

პუნოს რეგიონის მდებარეობა პერუში
იხილეთ ასევე პერუს სხვა რეგიონები
პრეზიდენტი ერნან ფუენტესი
დედაქალაქი პუნო
უდიდესი ქალაქი ხულიაკა
ფართობი 66 997 კმ²
მოსახლეობა
მოსახლეობა
  - სულ
  - სიმჭიდროვე

1 245 508
18.6/კმ²
დაყოფა 13 პროვინცია და 107 რაიონი
სიმაღლე
  - დაბალი
  - მაღალი

820 მ (ლან-ლაკუნი)
4525 მ (სან ანტონიო დე ესკუილაჩე)
განედი
გრძედი
13°00'06"-დან 17°08'54"-მდე; S
71°08'24"-დან 68°50'52"-მსწ; W
მთავარი ბუნებრივი რესურსები ქვეყანაში ცხვრის,ალპაკას და ლამას ყველაზე დიდი მწარმოებელი,
სიღარიბე 78%
ქვეყნის მშპ 2.2%
კოდები
სატელეფონო კოდი 051
ISO 3166-2 PE-PE-PUN
UBIGEO 21
ვებ-საიტი
http://www.regionpuno.gob.pe

გეოგრაფია

რედაქტირება

პუნოს რეგიონი განლაგებულია კოლაოს პლატოზე. ტიტიკაკას, მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სანაოსნო ტბის დასავლეთი ნაწილი, სწორედ პუნოს რეგიონს ეკუთვნის. რეგიონის ტერიტორიის 70 %-ს ანდების მთები იკავებს, ხოლო დანარჩენს, ამაზონის ტყეები.

კლიმატი ცივი და მშრალია, ოთხთვიანი წვიმების სეზონით. მეორე მხრივ, ტყეებში კლიმატი საკმაოდ თბილია. რეგიონის წყლის რესურსებს შეადგენს ტიტიკაკას ტბა, 50 ლაგუნა და 300-მდე მდინარე. არის აგრეთვე მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე მიწისქვეშა წყლები.

პუნოს რეგიონში ტურიზმი საკმაოდ მძლავრადაა განვითარებული. არსებობს უამრავი ტურ-ოპერატორი და სასტუმრო, დაწყებული დაბალი და დამთავრებული უმაღლესი კლასით.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

რეგიონი დაყოფილია 13 პროვინციად, რომლებიც თავის მხრივ შედგება 107 რაიონისაგან. ეს პროვინციები თავიანთ დედაქალაქებითურთ შემდეგია:

ადრეულ ხანაში, კოლაოს პლატო დასახლებული იყო აიმარას ხალხებით, კეჩუას ხალხი აქ მოგვიანებით დასახლდა. აიმარას კულტურა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც პუტინა, პრე-ესპანური რეგიონის ყველაზე მეტად გავლენიანი კულტურა იყო.

მეფის-ნაცვალობის პერიოდში, პუნოზე გადიოდა ერთადერთი გზა ბოლივიაში მოსახვედრად. 1870 წელს, გაიხსნა პუნო-არეკიპას რკინიგზა, რამაც საშუალება მისცა ტიტიკაკას ტბაზე ნაოსნობის დაწყებას. 2007 წელს, რეგიონში ჩამოვარდა მეტეორი, რომელმაც დააზიანა დარიშხანის საბადო, რამაც ადგილობრივების მოწამვლა გამოიწვია.

მიმდინარე მოვლენები

რედაქტირება

2008 წლის მარტში, რეგიონის პრეზიდენტმა ერნან ფუენტესმა განაცხადა, რომ ის ეძებს გზას პერუს შემადგენლობიდან გამოსასვლელად და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად. პერუს პრემიერ-მინისტრმა, ხორხე დელ კასტილიომ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც „გარედან წაქეზებული“. ამასთან, მთავრობამ ოფიციალურ განცხადებაში ფუენტესი დაადანაშაულა, რომ ის შეკრულია ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესთან და ბოლივიის პრეზიდენტ ევო მორალესთან.