პერუს რეგიონები
მას შემდეგ, რაც პერუმ ესპანეთისაგან მიიღო დამოუკიდებლობა მე-19 საუკუნის დასაწყისში, მისი ადმინისტრაციული დაყოფა ბევრჯერ შეიცვალა. 2002 წლამდე, პერუ დაყოფილი იყო 24 დეპარტამენტად (departamentos), შემდეგ კი ამ წელს მიღებული კანონის საფუძველზე, პერუ დაიყო 24 რეგიონად და განსაკუთრებული სტატუსის მქონე ლიმის პროვინციად, რომელშიც შედის დედაქალაქი ლიმა და მისი შემოგარენი. ლიმა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია. რეგიონებს მართავენ რეგიონის პრეზიდენტები და რეგიონული საბჭოები. რეგიონის პრეზიდენტებს, ისევე როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ირჩევს მოსახლეობა 4 წლის ვადით.
რეგიონების სია
რედაქტირებარეგიონი | ISO |
UBIGEO |
დედაქალაქი | ფართობი (კმ²) |
მოსახლეობა | მოსახლეობის სიმჭიდროვე (/კმ²) |
მდებარეობა |
---|---|---|---|---|---|---|---|
ამასონასი | AMA | 01 | ჩაჩაპოასი | 39 249 | 389 700 | 9,9 | |
ანკაში | ANC | 02 | უარაზი | 35 914 | 1 039 415 | 28,9 | |
აპურიმაკი | APU | 03 | აბანკაი | 20 896 | 418 882 | 20,0 | |
არეკიპა | ARE | 04 | არეკიპა | 63 345 | 1 140 810 | 18,0 | |
აიაკუჩო | AYA | 05 | აიაკუჩო | 43 815 | 619 338 | 14,1 | |
კახამარკა | CAJ | 06 | კახამარკა | 33 318 | 1 359 023 | 40,8 | |
კალიაო | CAL | 07 | კალიაო | 147 | 810 568 | 5 514,8 | |
კუსკო | CUS | 08 | კუსკო | 71 986 | 1 171 503 | 16,3 | |
უანაკაველიკა | HUV | 09 | უანაკაველიკა | 22 131 | 447 054 | 20,2 | |
უანუკო | HUC | 10 | უანუკო | 36 849 | 730 871 | 19,8 | |
იკა | ICA | 11 | იკა | 21 328 | 665 592 | 31,2 | |
ხუნინი | JUN | 12 | უანკაიო | 37 667 | 1 091 619 | 29,0 | |
ლა-ლიბერტადი | LAL | 13 | ტრუხილიო | 25 500 | 1 539 774 | 60,4 | |
ლამბაიეკე | LAM | 14 | ჩიკლაიო | 14 231 | 1 091 535 | 76,7 | |
ლიმა | LIM | 15 | უაჩო | 34 802 | 864 853 | 223,2 | |
ლორეტო | LOR | 16 | იკიტოსი | 368 852 | 884 144 | 2,4 | |
მადრე-დე-დიოსი | MDD | 17 | პუერტო მალდონადო | 85 301 | 92 024 | 1,1 | |
მონკეგა | MOQ | 18 | მონკეგა | 15 734 | 159 306 | 10,1 | |
პასკო | PAS | 19 | სერო-დე-პასკო | 25 320 | 266 764 | 10,5 | |
პიურა | PIU | 20 | პიურა | 35 892 | 1 630 772 | 45,4 | |
პუნო | PUN | 21 | პუნო | 66 997 | 1 245 508 | 18,6 | |
სან-მარტინი | SAM | 22 | მოიობამბა | 51 253 | 669 973 | 13,1 | |
ტაკნა | TAC | 23 | ტაკნა | 16 076 | 274 496 | 17,1 | |
ტუმბესი | TUM | 24 | ტუმბესი | 4 046 | 191 713 | 47,4 | |
უკაიალი | UCA | 25 | პუკალიპა | 101 831 | 402 445 | 4,0 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება