ტაკნა
ტაკნა (ესპ. Tacna) — ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქი პერუში. ჩილეს საზღვრიდან 35 კილომეტრში. ტაკნას რეგიონის, პროვინციის და რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 1836–1839 წელს ტაკნა იყო პერუ-ბოლივიის კონფედერაციის დედაქალაქი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტაკნა Tacna | |||||
| |||||
ქვეყანა | პერუ | ||||
რეგიონი | ტაკნა | ||||
კოორდინატები | 18°03′20″ ს. გ. 70°14′54″ დ. გ. / 18.05556° ს. გ. 70.24833° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ლუის ტორესი | ||||
დაარსდა | 25 ივნისი, 1875 | ||||
ცენტრის სიმაღლე | 552 მ | ||||
მოსახლეობა | 242,451 კაცი | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
ოფიციალური საიტი | munitacna.gob.pe | ||||
თავდაპირველად ქალაქს ერქვა სან-პედრო-დე-ტაკნა (ესპ. San Pedro de Tacna), მას აქვს გმირი ქალაქის წოდება, მისი ქუჩების უმრავლესობა ატარებს დამოუკიდებლობისათვის ომის და წყნარი ოკეანის მეორე ომის გმირების სახელებს. ტაკნაში მდებარეობს პერუს ეროვნული რკინიგზის მუზეუმი.
რელიგია
რედაქტირებატაკნას ძირითადი რელიგიაა კათოლიციზმი. 2008 წელს ქალაქში აშენდა პერუში პირველი მეჩეთი, რომელიც ააგეს პაკისტანელმა ემიგრანტებმა.