ჩიკლაიო
ჩიკლაიო (ესპ. Chiclayo) — ქალაქი პერუს ჩრდილოეთ ნაწილში. ლამბაიეკეს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს წყნარი ოკეანის სანაპიროდან 13 კილომეტრში, ხოლო ლიმადან 770 კილომეტრში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩიკლაიო Chiclayo | |||||
| |||||
ქვეყანა | პერუ | ||||
რეგიონი | ლამბაიეკე | ||||
კოორდინატები | 6°45′47″ ს. გ. 79°50′12″ დ. გ. / 6.76306° ს. გ. 79.83667° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | რობერტო ტორესი | ||||
დაარსდა | XVI საუკუნე | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1835 | ||||
ფართობი | 6.211 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 27 მ | ||||
მოსახლეობა | 738,000 კაცი | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | 74 | ||||
საფოსტო ინდექსი | 14000–14013 | ||||
ოფიციალური საიტი | gobiernochiclayo.gob.pe | ||||
ისტორია
რედაქტირებაქალაქი დაარსდა XVI საუკუნეში, „სანტა მარია დე ლოს ვალეს დე ჩიკლაიოს", (ესპ. Santa María de los Valles de Chiclayo) სახელწოდებით. ქალაქის სტატუსი მიიღო 1835 წლის 15 აპრილს პრეზიდენტ ფილიპე სანტიაგო სალავერის განკარგულებით. მანვე მიანიჭა გმირი–ქალაქის სტატუსი დამოუკიდებლობისათვის ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის.
ამჟამად ჩიკლაიო პერუს მეოთხე ქალაქია მოსახლეობის რაოდენობით ლიმის, ტრუხილიოსა და არეკიპის შემდეგ.