პორტალი:საქართველოს ისტორია/თვის მოვლენები/09
...და იდგა თვე იგი ენკენისა:
- 1578 : სოფ. სართიჭალასთან გაიმართა მოლაპარაკება კახთა მეფე, ალექსანდრე II-სა და ოსმალთა ჯარების მთავარსარდალ მუსტაფა ლალა-ფაშას შორის. მშვიდობის სანაცვლოდ, კახეთმა ყოველწლიური ხარკი იკისრა.
- 1629 : ალეპოში, ვერაგულად დახოცეს გიორგი სააკაძე და მისი თანმხლები პირები.
- 1801 : ქართლ-კახეთი რუსეთს შეუერთდა.
- 1883 : პირველად იხილა დღის სინათლე, ფრანგი მწერლის, მურიეს მიერ ფრანგულ ენაზე გამოცემულმა წიგნებმა საქართველოს შესახებ.
- 1979 : გაიხსნა თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი.
- 1990 : სამხრეთ ოსეთის ოლქმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 1993 : საქართველოს ავიახაზების თვითმფრინავი ტუ-154 ჩამოაგდეს სოხუმთან ჰაერსაწინააღმდეგო ჭურვით.
- 1993 : სოხუმი დაეცა.
- 2000 : უკრაინაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე გაუჩინარდა.
- 2006 : ქართულმა ვიკიციტატამ დაიწყო მუშაობა
- 2007 : ქართველ არქეოლოგთა ჯგუფმა დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით დმანისში 1,8 მილიონი წლის ოთხი ადამიანისმაგვარი არსების ძვლები (სურათზე) აღმოაჩინეს (სრულად).
- 2007 : მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს გამოძალვის, ფულის გათეთრებისა და სამსახურებლივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. (ორ კვირაში 10 მილიონი ლარის გირაოს თავდებით გაათავისუფლეს)