პორტალი:საქართველოს ისტორია/თვის მოვლენები/03
...და იდგა თვე იგი მირკანი:
- 1226 : ჯალალედინმა აიღო თბილისი.
- 1605 : კახეთის აჯანყება.
- 1625 : მარტყოფის ბრძოლა, გმირობა გიორგი სააკაძისა.
- 1803 : რუსთა და ქართველთა ჯარმა დალაშქრა ჭარ-ბელაქანი.
- 1809 : საქართველოს მთავარმართებლად დაინიშნა ტორმასოვი.
- 1829 : რუსთა და ქართველთა ერთიანმა მხედრობამ ქობულეთის ახლოს დაამარცხა ოსმალეთის არმია.
- 1861 : ალექსანდრე II-ის განკარგულებით რუსეთის იმპერიაში გაუქმდა ბატონყმობა.
- 1866 : გამოვიდა გაზეთ „დროების“ პირველი ნომერი.
- 1819 : დაარსდა ”საქართველოს გაზეთი”.
- 1905 : გაიხსნა თბილისის ფუნიკულიორი.
- 1917 : რუსეთში იწყება თებერვლის რევოლუცია (ძვ.სტილით 23 თებერვალი).
- 1922 : საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გაერთიანდნენ ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, რომელიც 1936 დაიშალა.
- 1925 : სსრ კავშირში მიღებულ იქნა კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ.
- 1953 : გარდაიცვალა იოსებ სტალინი - სსრკ-ს სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.
- 1992 : საქართველოში სამხედრო გადატრიალებით მოსული ხუნტის სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მმართველად მოწვეულ იქნა ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე.
- 1994 : საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება დსთ-ში გაწევრიანების შესახებ.
- 2001 : საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შემოღებული იქნა სრულმასშტაბიანი სავიზო რეჟიმი.