პორტალი:გურია/იცოდით, რომ
- ...გურიის ტერიტორიაზე ადამიანს ქვის ხანიდან უცხოვრია. ამას ადასტურებენ სოფელ ციხისფერდისა და ანასეულის ნეოლითური ნამოსახლარები...
- ...შემოქმედის ეკლესიაში ინახება ზარზმის მონასტრიდან წამოღებული ზარზმის ფერისცვალების ხატი ...
- ...ოზურგეთში სცენისმოყვარულთა წრის პირველი წარმოდგენა 1868 წელს გაიმართა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ოზურგეთის დრამატული თეატრის ჩამოყალიბებას...
- ...მდინარე სუფსის სათავეებთან მდებარეობს მესხეთის ქედის უმაღლესი მწვერვალი მეფისწყარო...
- ...სამკურნალო მინერალური წყალი ნაბეღლავი ამავე სახელწოდების სოფელში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიპოვება...