მეფისწყარო

მთა საქართველოში, იმერეთისა და გურიის მხარეში

მეფისწყარომთა საქართველოში, ვანისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. წარმოადგენს მესხეთის ქედის უმაღლეს მწვერვალს. სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მ. მდებარეობს მესხეთის ქედისა და მისი ჩრდილოეთი განშტოების — ლობოროტის ქედის შესაყართან, მდინარეების სუფსისა და წაბლარისწყლის სათავეებთან. პირამიდისებურია. აგებულია შუაეოცენური, ანდეიტურგანფენებიანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით. მეფისწყაროს ძირი და ქვედა კალთები შემოსილია სუბალპური ლიხით, შუა და ზედა — ალპური მდელოებით.

მეფისწყარო
კოორდინატები: 41°50′26″ ჩ. გ. 42°39′50″ ა. გ. / 41.84056° ჩ. გ. 42.66389° ა. გ. / 41.84056; 42.66389
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ვანის მუნიციპალიტეტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2850 
ქედი მესხეთის ქედი
უმარტივესი მარშრუტი სოფელ თავსურებიდან
მეფისწყარო — საქართველო
მეფისწყარო
მეფისწყარო — გურიის მხარე
მეფისწყარო

მთის სამხრეთით ორი ტბაა: დიდი ჯაჯის და პატარა ჯაჯის ტბები. ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს კურორტი საირმე.

ლიტერატურა

რედაქტირება