წაბლარასწყალი
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში
წაბლარასწყალი — მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მწვერვალ მეფისწყაროს მახლობლად ზღვის დონიდან 2475 მ სიმაღლეზე, ერთვის ხანისწყალს. სიგრძე 29 კილომეტრი, აუზის ფართობი 230 კმ². წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 6,16 მ³/წმ.
წაბლარასწყალი | |
---|---|
წაბლარასწყალი სოფ. წაბლარასხევთან | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
სათავე |
მესხეთის ქედი 41°49′15″ ჩ. გ. 42°41′17″ ა. გ. / 41.821083° ჩ. გ. 42.688194° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | მწვერვალი მეფისწყარო |
სათავის სიმაღლე | 2475 მ |
შესართავი |
ხანისწყალი 42°01′15″ ჩ. გ. 42°49′56″ ა. გ. / 42.020889° ჩ. გ. 42.832361° ა. გ. |
სიგრძე | 29 კმ |
აუზის ფართობი | 230 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 6,16 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
წაბლარასწყალი ვიკისაწყობში |
მდინარე იკვებება თოვლისა და წვიმის წყლებით, აგრეთვე მიწისქვეშა წყლებით. დინება მერიდიანულია, მდინარეს ერთვის საკალმახეს წყალი, საკონდახი, ბოსტანია, საირმის ღელე და სხვა. ეს შენაკადები გამოედინებიან ლაბოროტის ქედიდან და მოედინებიან აღმოსავლეთისაკენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 284.