- ნასა–ს ამჟამინდელი ადმინისტრატორის განცხადებით სააგენტო უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს მზის სისტემის გარე სამყაროს და უფრო ნაკლებს მარსის კვლევას, 2009–2012 ბიუჯეტის ჩამოჭრის გამო. (BBC)
- პაკისტანში, ისლამაბადის ერთ–ერთ რესტორანში ბომბის აფეთქებამ იმსხვერპლა თურქი ქალი და დააშავა 10 ადამიანი. (BBC)
- მანჰეტენზე ამწე ჩამოვარდა და საცხოვრებელ შენობას დაეცა, დარუპულია სულ მცირე 4 ადამიანი. (Reuters), (AFP)
- ატლანტას მერი შირლი ფრანკლინი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ტორნადოს მოახლობის გამო, ჯორჯიას ჩრდ.–დას.–ით რამდენიმე ტორნადო უკვე დაატყდა თავს, დაღუპულია ერთი >> (Reuters via Canada.com)
- ათობით ათასი იტალიელი შეიკრიბა ქალაქ ბარიში მაფიის საწინააღმდეგო გამოსვლებზე და მაფიის მსხვერპლთა გასახსენებლად >> (Reuters) (EuroNews)
- სამი ყოფილი პოლიციის ოფიცერია დაპატიმრებული, 2000 წელს ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის გამო. (BBC)
- ტირანაში იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქებების შედეგად, დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი და დაშავებული 200–მდე. (BBC)
- მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანმა ანონიმური ფორმით გააპროტესტა საენტოლოგია. (Tampa Tribune)
- ჩინეთის მე–11 ეროვნულ სახალხო კონგრესზე, პრეზიდენტად აირჩიეს ჰუ ჯინტაო მეორე ვადით, ხოლო ხი ჯინპინგი ვიცე–პრეზიდენტის პოსტზე. (Xinhua via the People's Daily)
- ტიბეტის ავტონომიური რეგიონის მმართველებმა პროტესტის მონაწილეებს 17 მარტამდე მისცეს ვადა უკან დასახევად. ტიბეტის დევნილი მთავრობის – ცენტრალური ტიბეტის ადმინისტრაციის ცნობით უკვე დაღუპულია 30–დან 100-მდე. (BBC)
|