პილიპ ორლიკის კონსტიტუცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პილიპ ორლიკის კონსტიტუცია (უკრ. Конституція Пилипа Орлика), ასევე ცნობილი როგორც ბენდერის კონსტიტუცია[1] — 1710 წლის კონსტიტუციური დოკუმენტი, რომელიც დაწერილია უკრაინის ჰეტმანის, პილიპ ორლიკის მიერ.[2]

კონსტიტუციის პირველი გვერდი (ლათინურენოვანი ვერსია, შვედეთის ეროვნული არქივი). გვერდზე წერია:ლათ. Contenta Pactorum inter Ducem et Exercitum Zaporoviensem conventorum, in Compendium brevi Stylo collecta

მან დაადგინა ხელისუფლებაში ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების შტოებს შორის მონტესკიეს კანონების სულისკვეთების გამოქვეყნებამდე. დოკუმენტმა შეზღუდა ჰეტმანის აღმასრულებელი ხელისუფლება და ჩამოაყალიბა კაზაკთა პარლამენტი.

ძველი უკრაინული ორიგინალი, ორლიკისა და შვედეთის მეფე კარლ XII-ის მიერ ხელმოწერილი, დიპლომი, ნაპოვნი იქნა 2008 წელს უკრაინელი მკვლევრების მიერ.[3] ორიგინალი ლათინურ ენაზე ინახება შვედეთის ეროვნულ არქივში.

 
კარლ XII და მაზეპა მდინარე დნეპრთან

პოლტავის ბრძოლის შემდეგ, როდესაც კარლ XII და ჰეტმან ივან მაზეპას არმიები დაამარცხა პეტრე I-მა, პილიპ ორლიკი დარჩა მაზეპასთან. ორლიკი, მაზეპა და მათი კაზაკთა ძალებმა ერთად დაიხიეს ქალაქ ბენდერში, ბესარაბიაში (ახლანდელი მოლდოვა, მაშინ ოსმალეთის იმპერიის ნაწილი). ამ მხარეში ზაპორიჟის კაზაკთა არმიაც დასახლდა.

როდესაც მაზეპა გარდაიცვალა 1710 წლის 5 აპრილს, პილიპ ორლიკი აირჩიეს ზაპორიჟიის სეჩის ჰეტმანად. იმავე დღეს მან გამოსცა პაქტები და უფლებათა და თავისუფლებათა კონსტიტუციები. ორლიკის კონსტიტუციას ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც ბენდერის კონსტიტუციას.

კონსტიტუციის მუხლები

რედაქტირება

სათაურზე წერია: „უკრ. Договори і постанови прав і свобод військових між Ясновельможним Його Милості паном Пилипом Орликом, новообраним гетьманом Війська Запорізького, і між генеральними особами, полковниками і тим же Військом Запорізьким з повною згодою з обох сторін[4] დოკუმენტი შედგება პრეამბულისგან[5] და 16 მუხლისგან.[1]

პრეამბულა

რედაქტირება

პრეამბულა მოკლედ განიხილავს კაზაკთა ისტორიას, მათ ხაზარურ წარმომავლობას, ზაპორიჟიის სეჩის აღზევებასა და მის დაცემას, როდესაც ბოჰდან ხმელნიცკის დროს იგი აჯანყდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის წინააღმდეგ და საბოლოოდ ემსახურა რუსეთს. შესავლის მიხედვით, ყველა არსებული საშუალების გამოყენებით, მოსკოვმა შეზღუდა და გააუქმა ზაპოროჟის სეჩის უფლებები და თავისუფლებები და საბოლოოდ დაიმორჩილა თავისუფალი კაზაკების ერი. ივან მაზეპას პოლიტიკა და ალიანსი შვედეთის კარლ XII-სთან აიხსნება, როგორც ლოგიკური და გარდაუვალი სვლა, აუცილებელი სამშობლოს გათავისუფლებისთვის. ბენდერის კონსტიტუციის უპირველესი მიზანია სახელმწიფოს დამოუკიდებლობა რუსეთისგან.

კონსტიტუციის ორიგინალის ფურცლები

მუხლები 1-5

რედაქტირება

1-3 მუხლები ეხებოდა უკრაინის ზოგად საკითხებს. მათ აღმოსავლეთის მართლმადიდებლური სარწმუნოება უკრაინის სარწმუნოებად გამოაცხადებას და მოსკოვისგან დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად კიევის საპატრიარქო პირდაპირ უნდა დაექვემდებაროს კონსტანტინოპოლის სამოციქულო დედაქალაქს. უნდა აიკრძალოს სხვა სარწმუნოების, განსაკუთრებით იუდაიზმის მომხრე ადამიანების ქვეყანაში ცხოვრება. უკრაინასა და პოლონეთს შორის საზღვარი იყო მდინარე სლუჩი. მუხლებში ასევე აღიარებულია ანტირუსული ალიანსის აუცილებლობა უკრაინასა და ყირიმის სახანოს შორის.

4-5 მუხლები ასახავდა ზაპოროჟიის კაზაკების ინტერესებს, რომლებიც შეადგენდნენ ბენდერის ემიგრაციის აბსოლუტურ უმრავლესობას. ჰეტმანი ვალდებული იყო:

  1. კარლ XII-ის დახმარებით განდევნოს რუსები ზაპოროჟიის საჰეტმანოს ტერიტორიებიდან
  2. ქალაქ ტრახტემირივი გადაიქცია ზაპოროჟიელების საავადმყოფოდ
  3. არაზაპოროჟიელებსბს აეკრძალა რაიმეს ფლობა ზაპოროჟიის ტერიტორიებზე

მუხლები 6-16

რედაქტირება

6-10 მუხლებმა შეზღუდა ჰეტმანის უფლებამოსილებები და ჩამოაყალიბა კაზაკთა პარლამენტი, ოფიცერთა გაფართოებული საბჭოს მსგავსი, რომელიც წელიწადში სამჯერ უნდა შეკრებილიყო. გენერალური საბჭო უნდა შედგებოდეს არა მხოლოდ გენერალური შტაბისა და პოლკის პოლკოვნიკებისგან, არამედ „თითოეული პოლკის გამორჩეული და ღირსეული ინდივიდისგან“.

11-16 მუხლები იცავდა ქალაქების უფლებებს, ზღუდავდა გლეხებისა და ღარიბი კაზაკების გადასახადს და ზღუდავდა სასტუმროს მეპატრონეებს. კარლ XII, შვედეთის მეფე და „უკრაინის მფარველი„, შემთხვევით იმყოფებოდა ბენდერში და დაადასტურა ეს მუხლები.

მემორიალი

რედაქტირება
 
ძეგლი ბენდერის ციხესიმაგრეში

2010 წლის წლის 9 აპრილს, კონსტიტუციის 300 წლისთავზე დაიდგა მონუმნეტი დენდერის ციხესიმაგრეში. მონუმენტს აქვს წიგნის ფორმა და მასში წერია კონსტიტუციის ისტორია და სახელი როგორც უკრაინულად, ისე ლათინურად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dogovor i postanovlenie mezhdu Get'manom Orlikom i voiskom Zaporozhskim v 1710, in Chteniia v Imperatorskom obshchestve istorii i drevnostei rossiiskikh (მოსკოვი 1858 წ.)
  • Krupnyts'kyi, B. Het'man Pylyp Orlyk i ioho politychna diial'nist' (1672–1742) (ვარშავა 1938)
  • Vasylenko, M. The Constitution of Pylyp Orlyk, AUA, 6, nos 3-4 (1958)
  • სლიუსარენკო, ა.ჰ.; ტომენკო, MV Istoriia Ukrainskoi Konstytytsii, "Znannia", (უკრაინა 1993),ISBN 5-7770-0600-0

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 „Bendery, Constitution of“. The Internet Encyclopedia of Ukraine. Canadian Institute of Ukrainian Studies.
  2. "Sweden sends Ukraine copies of Pylyp Orlyk’s Constitution on Constitution Day", Kyiv Post, (June 28, 2021)
  3. Конституція Пилипа Орлика: оригінал та його історія. Підготувала Вовк О. Б., Архіви України (Archives of Ukraine), 2010. issue 3-4 (269), pp. 145—166]
  4. A translation of the Constitution of Pylyp Orlyk at the official website of Verkhovna Rada
  5. Mahrytska, Iryna. (2005-06-24) Hetman Pylyp Orlyk and Ukraine's First Constitution. Eastern Ukrainian National University of V. Dalya. Jurisprudentia/Slovo Prosvity. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-01-18. ციტირების თარიღი: 2006-08-17.