პიკრიტი (ბერძ. pykros — მწარე) — ულტრაფუძე ეფუზიური ქანი, რომელიც ძირითადად შედგება ავგიტისა და ოლივინისაგან. მინარევებია: რქატყუარა, ბიოტიტი, რომბული პიროქსენი, ილმენიტი, მაგნეტიტი, აპატიტი. ოლივინი ხშირად სერპენტინითაა ჩანაცვლებული. პიკრიტი შეიძლება იყოს სრულკრისტალური. ქიმიური შედგენილობა: 38-41 % SiO2, 5-10 % Al2O3 და 20-29 % MgO. პიკრიტი თავდაპირველად განსაზღვრა გუსტავ ჩერმაკმა 1866 წელს როგორც ოლივინითა და პიროქსენით მდიდარი დიაბაზისა ან ბაზალტის სახესხვაობა. წარმოქმნის ლავურ ნაკადებს, ჰორიზონტებსა და სხვა.

პიკრიტი
პიკრიტი
ცნობები
ტიპი მაგმური
შედგენილობა ავგიტი
ოლივინი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება