პეროზ I
პეროზი (სპარს. پیروز یکم - გამარჯვებული; გ. 484) — სასანიდური ირანის მე-18 შაჰინშაჰი 459—484 წლებში, იეზდიგერდ II-ის უფროსი ვაჟი.
პეროზ I | |
---|---|
پیروز یکم | |
პეროზ I-ის დროის მონეტები | |
სასანიდური ირანის მე-18 შაჰინშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 459 |
მმართ. დასასრული: | 484 |
წინამორბედი: | ჰორმიზდ III |
მემკვიდრე: | ბალაში |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 430-იანები |
გარდ. თარიღი: | 484 |
გარდ. ადგილი: | ჰერათი |
შვილები: |
კავად I ჯამასპი ზარირი |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | იეზდიგერდ II |
დედა: | დენაღი |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
მამამისის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა სისტანის პროვინციაში. მისმა უმცროსმა ძმამ, ჰორმიზდ III-მ მიიტაცა ტახტი, რის გამოც პეროზის განცვიფრება გამოიწვია. მან მალევე შემოიკრიბა იმპერიის მოსახლეობის დიდი ნაწილი და ჰუნები. აჯანყების შედეგად ტახტიდან ჩამოაგდო ჰორმიზდ III და სიკვდილით დასაჯა. ძმის დატყვევებაში პეროზს ჰუნები დაეხმარნენ. იმავე ჰუნებთან ომში გაიარა მისმა მთელმა მეფობამ. დაიღუპა მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, 484 წელს.
პეროზი და საქართველო
რედაქტირებაროგორც აღწერილია ჰაგიორგაფიულ ნაწარმოებში „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“ პეროზ მეფის მეფობის მერვე წელს (467 წ.) ესტუმრა ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი, რომელმაც შემდგომ ატროშანი მიიღო და პეროზის ქალიშვილი შეირთო ცოლად.
მას აქტიურად და შეუპოვრად ებრძოდა ქართლის მეფე — ვახტანგ გორგასალი. 484 წელს აჯანყებული ქართლის ასაოხრებლად გაგზავნილი სპარსული ჯარი სწორედ პეროზის ომში დაღუპვის ამბავმა გააბრუნა ირანში.
მოიხსენიება ბოლნისის სიონის ტაძრის ერთ-ერთ წარწერაში.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- Wigram, W. A. (2004). An introduction to the history of the Assyrian Church, or, The Church of the Sassanid Persian Empire, 100–640 A.D.. Gorgias Press. ISBN 1-59333-103-7.
- Pourshariati, Parvaneh (2008). Decline and Fall of the Sasanian Empire: The Sasanian-Parthian Confederacy and the Arab Conquest of Iran. London and New York: I.B. Tauris. ISBN 978-1-84511-645-3.
- Zeimal, E. V. (1996). „The Kidarite kingdom in Central Asia“, History of Civilizations of Central Asia, Volume III: The Crossroads of Civilizations: A.D. 250 to 750.. Paris: UNESCO, გვ. 119-135. ISBN 92-3-103211-9.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, IX კლასი, რედ. ბაქარ გიგინეიშვილი, „საქართველოს მაცნე“, თბ., გვ. 37