ჰორმიზდ III
ჰორმიზდ III (სპარს. هرمز سوم; (გ. 459) — სასანიდური ირანის მე-17 შაჰინშაჰი 457-459 წლებში, იეზდიგერდ II-ის უმცროსი ვაჟი.
ჰორმიზდ III | |
---|---|
پیروز | |
სასანიდური ირანის მე-17 შაჰინშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 457 |
მმართ. დასასრული: | 459 |
წინამორბედი: | იეზდიგერდ II |
მემკვიდრე: | პეროზ I |
გარდ. თარიღი: | 459 |
შვილები: | ბალენდუხტი |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | იეზდიგერდ II |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
ტახტზე ავიდა უკანონოდ, რითაც მისი უფროსი ძმისა და მემკვიდრის, პეროზის განრისხება გამოიწვია. 459 წელს პეროზმა დიდი აჯანყება მოაწყო ჰორმიზდის ტახტიდან ჩამოსაგდებად. ჰუნების დახმარებით მან შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა თავისი ძმა.
ჰორმიზდს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი — ბალენდუხტი, (სავარაუდოდ) რომელიც ცოლად გაჰყვა იბერიის მეფეს, ვახტანგ გორგასალს და მას მემკვიდრე, დაჩი გაუჩინა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Touraj Daryaee, Sasanian Persia:The Rise and Fall of an Empire, (I.B.Tauris, 2010), 24.
- Jacob Neusner, 40.
- Parvaneh Pourshariati, Decline and Fall of the Sasanian Empire:The Sasanian-Parthian Confederacy and the Arab Conquest of Iran, (I.B.Tauris, 2011), 71.
წყარო
რედაქტირება- Pourshariati, Parvaneh (2008). Decline and Fall of the Sasanian Empire: The Sasanian-Parthian Confederacy and the Arab Conquest of Iran. London and New York: I.B. Tauris. ISBN 978-1-84511-645-3.