პაწია თაგვი
პაწია თაგვი (ლათ. Micromys minutus) — ძუძუმწოვარი ცხოველი თაგვისებრთა ოჯახისა, ამავე დასახელების გვარის ერთადერთი წარმომადგენელი.
პაწია თაგვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Micromys minutus (Pallas, 1771) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 13373 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
მისი სხეულის სიგრძეა 7 სმ, კუდი დაახლოებით სხეულის სიგრძისაა. თავი დამოკლებულია, დინგი წინიდან დაბლაგვებული, ყურები შედარებით მცირე ზომის და მომრგვალებული. ბეწვი ხშირი და რბილი. ზურგი მოყვითალო ან მოწითუროა, იშვიათად შემოსაზღვრულია თეთრი (ზოგჯერ მოყვითალო-რუხი) მუცლით და ფეხების შიდა ნაწილებით. აქვს მოძრავი კუდი, შეუძლია მისი მცენარეთა ღეროებზე შემოხვევა.
გავრცელებულია ევრაზიაში დიდი ბრიტანეთიდან, პირენეს ნახევარკუნძულიდან და კავკასიიდან იაპონიის კუნძულებამდე, ტაივანსა და სამხრეთ ჩინეთამდე. ვერტიკალურად ადის ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე. ბინადრობს ტყის ან ტყესტეპის ზონაში, უპირატესობას ანიჭებს მდინარის ჭალების მაღალბალახიან მდელოებს. შემოდგომასა და ზამთარში შესაძლოა, ზვინებში მოგროვდნენ, სადაც მრავალრიცხოვნად იმყოფებიან. აქტიურია მთელი დღის განმავლობაში. ზაფხულში აშენებს სფეროსებრ ბუდეს, დიამეტრით 6–13 სმ, რომელიც ჩამოკიდებულია ბალახის ღეროზე ან ბუჩქის ტოტზე, მიწიდან 1–1,3 მეტრის სიმაღლეზე. ზამთარში უბრალო ბუდეს აწყობს თავშესაფრებში ან მოკლე სწორ სოროებში.
იკვებება სხვადასხვა თესლებითა და მწერებით. ზამთრისთვის მცირე მარაგებსაც აკეთებს. წელიწადში სამჯერ შობს 5–8 (12-მდე) ნაშიერს. მაკეობა 21 დღე გრძელდება. სქესობრივ სიმწიფეს მიმდინარე წელსვე აღწევენ. რიცხობრიობა ჩვეულებრივ არც ისე მაღალია, მაგრამ ცალკეულ წლებში შესაძლოა, შესამჩნევად მოიმატოს. პაწია თაგვს ზიანის მოტანა შეუძლია მარცვლეული კულტურებისთვის. არის ტაიგის (ტკიპისმიერი) ენცეფალიტის, ლეპტოსპიროზის, ლიმფოციტური ქორიომენინგიტის, ტულარემიის გამომწვევთა ბუნებრივი მატარებელი.
შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- Щипанов Н. А. МЫШЬ-МАЛЮТКА // Большая российская энциклопедия. т. 21. — М., 2013. — стр. 562.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. matsne.gov.ge (2 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი, 2019.