იაპონიის არქიპელაგი
იაპონიის არქიპელაგი — კუნძულთა ჯგუფი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. მოქცეულია ევრაზიის ფილის აღმოსავლეთ კიდეზე. ფართო გაგებით იაპონიის არქიპელაგი შედგება 5 დიდი კუნძულისაგან: კიუსიუ, სიკოკუ, ჰონსიუ, ჰოკაიდო და სახალინი, აგრეთვე მოიცავს რამდენიმე კუნძულთა ჯგუფს. ზოგჯერ, თუმცა იშვიათად, არქიპელაგს აკუთვნებენ კუნძულ ტაივანს. ვიწრო გაგებით, იაპონიის არქიპელაგი — თანამედროვე იაპონიის ძირითადი ტერიტორიაა. არქიპელაგში არის 6852 კუნძული, რომელთაგან 430 დასახლებულია.[1]
იაპონიის სატელიტური გამოსახულება | |
გეოგრაფია | |
---|---|
კოორდინატები | 36° ჩ. გ. 138° ა. გ. / 36° ჩ. გ. 138° ა. გ.კოორდინატები: 36° ჩ. გ. 138° ა. გ. / 36° ჩ. გ. 138° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 6852 |
მთავარი კუნძული | ჰონსიუ |
იაპონია |