პატარა ჯიხაიში
პატარა ჯიხაიში — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში (ქუტირის თემი). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან 65 მეტრი, ხონიდან 8 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]
სოფელი | |
---|---|
პატარა ჯიხაიში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხონის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქუტირი |
კოორდინატები | 42°16′26″ ჩ. გ. 42°24′07″ ა. გ. / 42.27389° ჩ. გ. 42.40194° ა. გ. |
ადრეული სახელები | ჯიხაიში |
ცენტრის სიმაღლე | 65 მ |
მოსახლეობა | 503[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფელში არის გვიანი ბრინჯაოს ხანის გორანამოსახლარი – "გორიკა". სოფელში დგას წმინდა გიორგისა (1790 წ.) და მაცხოვრის (1897 წ.) ეკლესიები. 1900 წელს სოფელში გაიხსნა სკოლა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 503 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 659 | 308 | 351 |
2014[1] | 503 | 255 | 250 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 710.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II