პატარა ლილო

სოფელი საქართველოში, თბილისის სამგორის რაიონის დაქვემდებარებაში მყოფი

პატარა ლილოსოფელი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სამგორის რაიონში. მდებარეობს ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თბილისის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 750 მ-ზე.[1] 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 666 მცხოვრებია.

სოფელი
პატარა ლილო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თბილისი
რაიონი სამგორი
კოორდინატები 41°44′33″ ჩ. გ. 44°54′28″ ა. გ. / 41.74250° ჩ. გ. 44.90778° ა. გ. / 41.74250; 44.90778
ცენტრის სიმაღლე 750
მოსახლეობა 666 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
პატარა ლილო — საქართველო
პატარა ლილო
პატარა ლილო — თბილისი
პატარა ლილო

პატარა ლილო მეზობელ დაბა დიდ ლილოსთან ერთად ისტორიულად ცნობილი იყო ლილოს სახელწოდებით (პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის წყაროებში). საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მევენახეობა და მეხილეობა. 2007 წლამდე სოფელი ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის დიდი ლილოს თემს, 2007 წელს შეუერთდა ქალაქ თბილისს.

პატარა ლილოში მდებარეობს გვიანი შუა საუკუნეების წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძვ. წ. XIII–XII საუკუნეების სამაროვანი, ასევე შუა საუკუნეების ქართული და აღმოსავლური მონეტების განძი.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 1800[1]
2002   663[2][3]
2014   666[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 ენციკლოპედია „თბილისი“, 2002 წ., გვ. 731.
  2. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2013-09-19.
  3. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  4. georgia-ethnic-2014