ლილოს განძი — სპილენძის ქართული მონეტების განძი (300 ც-მდე) „არაწესიერი ჭედისა“. ნაპოვნია 1937 წელს სოფელ პატარა ლილოში. განძის შედგენილობა ასეთია: მეფე გიორგი III-ის (1156-1184) – 44 ც., მეფე თამარის (1184-1207/13) – 90 ც., გიორგი IV ლაშასი (1210-1223) – 100 ც; მათი თანამედროვე აღმოსავლური ფულის უმნიშვნელო მინარევი: აზერბაიჯანელი ილდეღიზიდი მმართველების და დარუბანდის ამირა მუზაფარ იბნ მუჰამედ იბნ ხალიფეს – 15 ც., სელჩუკი რუმის (XIII საუკუნე) – 1 ც., დერბენდის ემირის – 2 ც., გაურკვეველია – 27 მონეტის კუთვნილება.

განძი XIII საუკუნის II ნახევარში უნდა იყოს ჩამარხული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009;
  • Капанадзе Д. Г., Клад монет XII–XIII вв. из сел Ничбиси, „Вестник Гос. Музея Грузии“, 1969, в. 28;
  • Пахомов Е. А., О Дербендском княжестве XII–XIII вв., Известия АзГНИИ историко-этнографическое и археологическое отделение, т. 1. Б., 1930.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება