პატარა თონეთი (ყოფ. დვალთა) — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (თონეთის თემი[1]). მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1110 მეტრი, თეთრიწყაროდან 41 კილომეტრი, კოდა-გოხნარის (თბილისი–ფარცხისი–წალკის) ცენტრალური საავტომობილო გზიდან — მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირიდან 3 კმ–ზე.

სოფელი
პატარა თონეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი თონეთი
კოორდინატები 41°41′21″ ჩ. გ. 44°25′28″ ა. გ. / 41.68917° ჩ. გ. 44.42444° ა. გ. / 41.68917; 44.42444
ცენტრის სიმაღლე 1110
მოსახლეობა 59[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
პატარა თონეთი — საქართველო
პატარა თონეთი
პატარა თონეთი — ქვემო ქართლი
პატარა თონეთი
პატარა თონეთი — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
პატარა თონეთი

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 59 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 140[2]
2014 59  

სახელწოდების შესახებ

რედაქტირება

სავარაუდოდ სოფელს ისტორიული სახელწოდება შეეცვალა საბჭოთა მმართველობის დასაწყისში, მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, როდესაც სოფელს მის ახლოს მდებარე შედარებით დიდი სოფლის (თონეთი) სახელს არქმევდნენ და აერთიანებდნენ ერთ კოლმეურნეობაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.