პასიგი (ოფიციალურად ქალაქი პასიგი; ტაგ: Lungsod ng Pasig) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, ეროვნული დედაქალაქის რეგიონში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 755 300 ადამიანია.


ინგლ. City of Pasig
ტაგალ. Lungsod ng Pasig
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 14°33′37″ ჩ. გ. 121°04′35″ ა. გ. / 14.560500° ჩ. გ. 121.076500° ა. გ. / 14.560500; 121.076500
ფართობი 48.46 კმ²
ცენტრის სიმაღლე 9 მეტრი
მოსახლეობა 803 159 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 1600–1612
ოფიციალური საიტი https://pasigcity.gov.ph/
პასიგი — ფილიპინები
პასიგი

პასიგი ადრე რისალის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. შემდეგ მანილის რეგიონული აგლომერაციის შექმნასთან ერთად ეროვნული დედაქალაქის რეგიონს მიეკუთვნა.[2] რისალის სამთავრობო დაწესებულებები პასიგში მდებარეობდა, 2009 წლიდან კი ანტიპოლოში გადაინაცვლა.[3] აღსანიშნავია, რომ პასიგი 2020 წლის 7 ივლისამდე პროვინციის დე იურე ან ოფიციალური დედაქალაქის სტატუსით სარგებლობდა.[2] 2020 წლის 19 ივნისს პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ხელი მოაწერა 11475-ე რესპუბლიკურ აქტს, რომლის მიხედვითაც რისალის პროვინციის ოფიციალურ დედაქალაქად ანტიპოლო გამოცხადდა.[4][5]

ისტორია რედაქტირება

ადრეული ისტორია რედაქტირება

ესპანელთა ჩასვლამდე პასიგის ისტორიის შესახებ პირველადი წყაროები არ არის შემორჩენილი. ესპანელი კოლონიზატორები ამ ადგილებში 1573 წელს ჩავიდნენ და სიუდად-მუნიციპალ დე პასიგი დაარსეს.[6]

კოლონიური პერიოდი რედაქტირება

1600-იანი წლების დასაწყისიდან იაპონური იმპერალიზის პერიოდამდე მანილიდან, პასაიდან, სან-ხუანიდან, მანდალუიონგიდან, მარიკინიდან, პატეროსიდან, ტაგიგიდან, მაკატიდან და სხვა ქალაქებიდან ათასობით კათოლიკე მისიონერი ჩავიდა.

1901 წლის 11 ივნისს, ფილიპინებისა და ამერიკის ომის დროს ფილიპინების კომისიამ ხელი მოაწერა 137-ე აქტს, რომლის მიხედვითაც რისალის პროვინცია შეიქმნა. პასიგი რისალის პროვინციის შემადგენლობაში შევიდა და ახლადშექმნილი პროვინციის დედაქალაქად გამოცხადდა.

გეოგრაფია რედაქტირება

 
ქალაქ პასიგის ძველი ნაწილი

პასიგს დასავლეთიდან კესონ-სიტი და მანდალუიონგი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან — მარიკინა, სამხრეთიდან — მაკატი, ტაგიგი და პატეროსის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთიდან კი რისალის პროვინციის მუნიციპალიტეტები: კაინტა და ტაიტაი.

ქალაქში მდინარე პასიგი მოედინება, რომელიც მის სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარს წარმოადგენს, შესაბამისად მაკატთან და ტაგიგთან, ხოლო მდინარე მარიკინა ქალაქ კესონ-სიტისთან დასავლეთ საზღვარს წარმოქმნის. 1986 წელს აგებული ხელოვნური მანგაჰანის არხი სწორედ მარიკინადან ჩღდილო-აღმოსავლეთით გაედინება.

კლიმატი რედაქტირება

პასაიგში მშრალი სეზონი ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება, ხოლო წვიმების სეზონი მაისში იწყება და ნოემბრამდე გრძელდება. წვიმების სეზონის პიკი აგვისტოშია. ნალექების მაქსიმუმი ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში მოდის. ნალექები საშუალო წლიური რაოდენობა 2014.8 მმ-ია. ყველაზე ნალექიანი თვე ივლისია (420 მმ), ხოლო ყველაზე მშრალი — აპრილი (26.9 მმ). უმაღლესი ტემპერატურა აპრილსა და მაისშია (34 გრადუსი ცელსიუსი), ხოლო ყველაზე დაბალი — იანვარსა და თებერვალში (24 გრადუსი ცელსიუსი).

გეოგრაფიული მდებარეობის გამო ფილიპინები აზიის ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც ხშირი ტაიფუნები ატყდება თავს. ის „ტაიფუნების ჯაჭვის“ ფარგლებშია მოქცეული. ჩვეულებრივ, ტაიფუნების სეზონი ივნისში იწყება და ნოემბერში მთავრდება, თუმცა ტაიფუნები წელიწადის სხვა დროსაც ხდება ხოლმე.

დემოგრაფია რედაქტირება

 
პასიგის პოლიტიკური რუკა

პასიგის მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. ამიტომაც პასიგის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი ეროვნული დედაქალაქის მთლიან წილში გაიზარდა. მოსახლეობის ამტების მაჩვენებელი 1960 წლისთვის 3% იყო, 1980 წლისთვის — 4.5%, ხოლო 2015 წლისთვის —— 6%. სავარაუდოდ 2025-2030 წლებში პასიგის მოსახლეობა მილიონს გადააჭარბებს.[7]

რელიგია რედაქტირება

2003 წელს რომის პაპ იოანე-პავლე II-ის ხელმძღვანელობით პასიგის რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქია დაარსდა, როგორც ფილიპინებში რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქია. პასიგი ფილიპინების პრესვიტერიანული ეკლესიის მთავარი ქალაქია.[8]

ადგილობრივი მმართველობა რედაქტირება

პასიგს ქალაქის მერი, ვიცე-მერი და ქალაქის საბჭო მართავს. მერი აღმასრულებელი შტოს, ხოლო ქალაქის საბჭო საკანონმდებლო შტოს წარმომადგენელია. ვიცე-მერი დროებითი ვაკანსიის დროს მერის უფლებამოსილებების განხორციელებელის გარდა საკანონმდებლო შტოს თავმჯდომარის ფუნქციას ითავსებს.[9]

ქალაქის გერბი რედაქტირება

პასიგი ჰინდიდან წარმოდგება და წყლის ორი ნაკადის დამაკავშირებელ წყალსატევს ნიშნავს. ქვედა მარცხენა ნაწილში პასიგის საკათედრო ტაძარია გამოსახული, პასიგის ეპარქიის მთავარი ტაძარი. ქვედა მარჯვენა ნაწილში გამოსახული ქარხანა ქალაქის კეთილდღეობისა და პროგრესის სიმბოლოა.

ბარანგაები რედაქტირება

პასიგი პოლიტიკურად 30 ბარანგაიდ იყოფა.[10] ქალაქის საბჭოს წარმომადგენლობის მიზნით ბარანგაები ორ რაიონში ერთიანდება.[11] პირველი რაიონი სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებს მოიცავს, ხოლო მეორე — ქალაქის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს. ბარანგაებს შორის 27 მდინარე პასიგის ჩრდილოეთ ნაწილში, მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, ხოლო 3 (ბუტინგი, სან-ხოაკინი და კალავაანი) მდინარის სამხრეთ ნაწილში, მარცხენა სანაპიროზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 2.0 2.1 Rosario, Ben (23 September 2017). „Bill seeks to make Antipolo City the capital of Rizal“. Manila Bulletin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 23 January 2018.
  3. THE NEW RIZAL PROVINCIAL CAPITOL. Rizal Provincial Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 23 January 2018.
  4. Aguilar, Krissy (June 22, 2020). „Duterte transfers capital, seat of gov’t of Rizal from Pasig City to Antipolo City“. Philippine Daily Inquirer. ციტირების თარიღი: June 22, 2020.
  5. „DAntipolo City now Rizal provincial capital after four decades“. CNN Philippines. June 22, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 23, 2020. ციტირების თარიღი: June 22, 2020.
  6. Scott, William Henry (1984) „Societies in Prehispanic Philippines“, Prehispanic Source Materials for the Study of Philippine History. Quezon City: New Day Publishers. ISBN 978-9711002268. 
  7. Mercurio, Richmond S. „Philippine cities with over 1M population to nearly triple by 2025“. The Philippine Star. ციტირების თარიღი: 6 April 2017.
  8. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-16. ციტირების თარიღი: 2020-11-25.
  9. Philippine Republic Act No. 7926, Articles III, IV, V. Chan Robles Virtual Law Library. ციტირების თარიღი: 11 Dec 2008.
  10. NSCB Philippine Standard Geographic Codes – City of Pasig. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-22. ციტირების თარიღი: 2020-11-25.
  11. Synchronized National and Local Elections Law – Republic Act No. 7166, Section 3. Accessed on 31 October 2009.