ანტიპოლო
ანტიპოლო (ოფიციალურად ქალაქი ანტიპოლო; ტაგ: Lungsod ng Antipolo) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, რისალის პროვინციის დედაქალაქი.[2] 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 776 386 ადამიანია. ანტიპოლო კალაბარსონის რეგიონის ქალაქებს შორის პირველია მოსახლეობის რაოდენობით და მე-8 ადგილზეა ფილიპინების მასშტაბით.[3]
ანტიპოლო | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 14°35′03″ ჩ. გ. 121°10′34″ ა. გ. / 14.5842444° ჩ. გ. 121.1762889° ა. გ. |
დაარსდა | 1650 და 4 აპრილი, 1998 |
ფართობი | 306.10 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 137 მეტრი |
მოსახლეობა | 887 399 (1 მაისი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | ფილიპინების სტანდარტული დრო |
სატელეფონო კოდი | 2 |
საფოსტო ინდექსი | 1870 |
ოფიციალური საიტი | http://www.antipolo.ph/ |
ანტიპოლო მუნიციპალიტეტიდან რისალის პროვინციის შემადგენელ ქალაქად 1998 წლის 4 აპრილს, 8508-ე რესპუბლიკური აქტის მიხედვით გამოცხადდა.[4] პროვინციული კაპიტოლიუმის ახალი შენობის ინაუგურაცია 2009 წლის მარტში გაიმართა და პასიგში მდებარე ძველი კაპიტოლიუმი, რომელიც 1975 წელს ეროვნული დედაქალაქის რეგიონში შესვლის შემდეგ რისალის პროვინციის იურისდიქციის ქვეშ აღარ იმყოფებოდა, ჩაანაცვლა. პროვინციული მთავრობის ანტიპოლოში გადასვლის შემდეგ ქალაქი პროვინციის ახალ დედაქალაქად გამოცხადება უფრო რეალური გახდა.[5] 2011 წლის 14 მარტს პრეზიდენტმა ბენინიო აკინო III-მ ხელი მოაწერა 124-ე პროკლამაციას, რომლის მიხედვითაც ანტიპოლო მაღალურბანიზებულ ქალაქად გამოცხადდა.[6] ანტიპოლო პირველ ადგილზეა შემადგენელ ქალაქებს შორის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. 2020 წლის 19 ივნისს პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ 11475-ე რესპუბლიკურ აქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ანტიპოლო რისალის პროვინციის ოფიციალურ დედაქალაქად გამოცხადდა.[7] კანონი 2020 წლის 7 ივლისს შევიდა ძალაში.
ქალაქი პოპულარულია პილიგრიმებს შორის და ზოგჯერ „ფილიპინების პილიგრიმების დედაქალაქადაც“ მოიხსენიებენ.[8][9] 1626 წელს მექსიკიდან ანტიპოლოში ჩამოტანილი Nuestra Señora de la Paz y Buen Viaje-ის სანახავად ანტიპოლოს საკათედრო ტაძარში ფილიპინელი კათოლიკეები ესპანური კოლონიური ხანიდან ჩადიან.[10][11][12]
ეროვნული დედაქალაქის რეგიონთან შედარებით ზღვის დონიდან მაღლა მდებაროების გამო მეტროპოლისი პეიზაჟების ხედებით გამოირჩევა, განსაკუთრებით ღამით. ტურისტებს შორის პოპულარულია ადგილობრივი მანგრო და აკაჟუ, ასევე ტკბილი ბრინჯისგან დამზადებული ადგილობირვი დელიკატესი სუმანი. ჰინულუგანგ-ტაკტაკის დაცული ლანდშაფტი პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია, თუმცა ტაიფუნის შედეგად განადგურდა და ამჟამად განახლების პროცესშია.[13]
გეოგრაფია
რედაქტირებაანტიპოლო რისალის პროვინციის ჩრდილოეთ ნახევარში, სიერა-მადრეს მთიანეთის ფერდობებზე მდებარეობს.[14] ქალაქის დიდი ნაწილი ზღვის დონიდნა 200 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ზეგანზე მდებარეობს. ანტიპოლოს ფართობი 156.68 კმ²-ია და პროვინციის მასშტაბით მეორე ადგილზეა ფართობის მიხედვით. ქალაქის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები სიერა-მადრეს ხშირი ტყეებითაა დაფარული.[15]
ანტიპოლო ჩაკეტილი ქალაქია. ჩრდილოეთიდან სან-მატეო და როდრიგესი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან — ტანაი, სამხრეთიდან — ანგონო, ტაიტაი და ტერესა, ხოლო დასავლეთით — კაინტა და მარიკინა.
ბარანგაები
რედაქტირებაანტიპოლო პოლიტიკურად 16 ბარანგაიდ იყოფა. დელა-პასის, სან-ისიდროს, სან-ხოსესა და სან-როქეს ბარანგაებს პობლაკიონის სტატუსი აქვთ. ქალაქი ორ რაიონად იყოფა.
დემოგრაფია
რედაქტირება2015 წლის აღწერით ანტიპოლოს მოსახლეობის რაოდნეობა 776 386 ადამიანია. 2000 წლისთვის მოსახლეობის წლიური ზრდის მაჩვენებლი 4.19% იყო, თუმცა შემდეგ ეს მაჩვენებლი 2.04%-მდე შემცირდა.[16] ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ტაგალები არიან. უმცირესობას აბორიგენი დუმაგატები მიეკუთვნებიან, რომლებიც ძირითადად კალავისის ბარანგაიში და სან-ხოსეს ბარანგაიში ბოსო-ბოსოს, სან-ისიდროს, სან-ხოსესა და კაისაკატის სიტიოებში ცხოვრებენ.[17][18]
ადგილობრივი მმართველობა
რედაქტირებაფილიპინების სხვა ქალაქების მსგავსად ანტიპოლოს სამთავრობო სტრუქტურა 1991 წლის ადგილობრივი მმართველობის კოდექსითა და ქალაქის წესდებითაა განსაზღვრული. ანტიპოლოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ქალაქის მერია, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციული სააგენტოებს ზედამხედველობს. ქალაქის ვიცე-მერი ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს და დროებითი ვაკანსიის დროს ქალაქის მერის უფლებამოსილებასაც ასრულებს. ანტიპოლოს საქალაქო საბჭო 16 არჩეული წევრის, ორი ex officio წევრისა და სამი სექტორული წარმომადგენლისგან შედგება. თითოეული რაიონი 8 წარმომადგენელს ირჩევს, ხოლო ex officio მოხელეები ფილიპინების ბარანგაების ლიგის პრეზიდენტი და ახალგაზრდული საბჭოს პრეზიდენტია. ანტიპოლოს 16 ბარანგაი ორ საკანონმდებლო რაიონად იყოფა, საიდანაც პროვინციულ საბჭოსა და ფილიპინების წარმომადგენელეთა პალატაში 1-1 წარმომადგენელი აირჩევა.[19]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Antipolo, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ „6 reasons why living in Antipolo can make you feel on top of the world“. The Philippine Star. ციტირების თარიღი: 2019-11-05.
- ↑ Region 4A (CALABARZON) | Philippines Cities. ციტირების თარიღი: 2019-11-05
- ↑ Juris, The Corpus. (1998-02-13) R.A. No. 8508: An Act Converting the Municipality of Antipolo into a Component City to be Known as the City of Antipolo. ციტირების თარიღი: 2019-11-05
- ↑ Board wants Antipolo officially named capital of Rizal. Retrieved October 23, 2009.
- ↑ Presidential Proclamation No. 124. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-24. ციტირების თარიღი: 2011-06-14.
- ↑ Aguilar, Krissy (June 22, 2020). „Duterte transfers capital, seat of gov’t of Rizal from Pasig City to Antipolo City“. Philippine Daily Inquirer. ციტირების თარიღი: 2020-06-22.
- ↑ Antipolo Pilgrimage (2008-05-13). ციტირების თარიღი: 2019-11-05
- ↑ Welcome to Antipolo City, Rizal, Philippines დაარქივებული November 21, 2009, საიტზე Wayback Machine. . Retrieved October 23, 2009.
- ↑ Antipolocity.com – The Church. Access on October 23, 2009.
- ↑ Antipolo Local Customs დაარქივებული 2020-08-13 საიტზე Wayback Machine. . Retrieved October 23, 2009.
- ↑ New Car Blessing at Antipolo | Philippine Travel Blog დაარქივებული August 19, 2009, საიტზე Wayback Machine. . Retrieved October 23, 2009.
- ↑ Inquirer.net – Hinulugang Taktak gets a P100-M makeover დაარქივებული 2013-10-29 საიტზე Wayback Machine. . Retrieved October 23, 2009.
- ↑ Facts and Figures. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-01. ციტირების თარიღი: 2020-11-25.
- ↑ The Sierra Madre Hotel and Resort (2018-04-17). ციტირების თარიღი: 2019-11-05
- ↑ NSCB – Statistics – Population and Housing დაარქივებული January 14, 2017, საიტზე Wayback Machine. . Retrieved November 10, 2009.
- ↑ 350 Dumagats get aid დაარქივებული 2011-08-11 საიტზე Wayback Machine. . Retrieved November 10, 2009.
- ↑ CFCA Update November 2007 . Retrieved November 10, 2009. დაარქივებული August 20, 2008, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Republic Act No. 9232. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 20, 2009. ციტირების თარიღი: October 15, 2009.