სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პარხალი (მრავალმნიშვნელოვანი).

პარხალი — მხარე საქართველოს სამეფოში, ისტორიულ პროვინცია ტაოში, ამჟამად თურქეთში. მოიცავდა მდინარე ჭოროხის შუა წელის მარცხენა შენაკადის პარხალისწყლის აუზს. ცენტრი იყო დაბა პარხალი. პარხალში მდებარეობს ქართული არქიტექტურის ძეგლი პარხალი.

პარხალი

სახელწოდება „პარხალს“ უკავშირებენ ანტიკურ წყაროებში მოხსენიებულ პარიადრის მთიანეთს. პარხალი X საუკუნეში დავით III კურაპალატის მამული იყო. აქ რამდენიმე კილომეტრზე გრძელდება კლდეში გამოკვეთილი სარწყავი არხი, რომლის მშენებლობა XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე თამარ მეფეს მიეწერება. XIV საუკუნეში შედიოდა ტრაპიზონის იმპერიაში.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერიძე ვ., მენაბდე ლ., მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 703.
  • თაყაიშვილი, ე., 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბილისი, 1960;
  • Беридзе В.В., Архитектура Тао-Кларджери, Тб., 1981;