პანგასინანი
პანგასინანი (პანგასინანის ენაზე: Luyag na Panggasinan; ტაგალურ ენაზე: Lalawigan ng Pangasinan) — ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს კუნძულ ლუსონზე, ილოკოსის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ლინგაიენი. პანგასინანი კუნძულ ლუსონის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ლინგაიენის ყურესა და დასავლეთ ფილიპინების ზღვასთან. პროვინციის საერთო ფართობია 5 451.01 კმ². 2015 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 2 956 726 ადამიანს უდრის. ამომრჩეველთა ოფიციალური რაოდენობა 1 651 814 ადამიანია.[4] პროვინციის დასავლეთ ნაწილი სამბალის ხალხით, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი პანგასინანის ხალხითაა დასახლებული. ეთნიკური მიგრაციის გამო, პროვინციის სხვადასხვა ნაწილში ილოკოს ხალხია გაფანტული.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
პანგასინანი | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
ადმ. ცენტრი | Lingayen | ||||
შიდა დაყოფა | ალამინოსი[1] , დაგუპანი, სან-კარლოსი, ურდანეტა, აგნო, აგილარი, ალკალა, ანდა, ასინგანი, ბალუნგაო[2] , ბანი, ბასისტა, ბაუტისტა, ბაიამბანგი, ბინალონანი, ბინმალეი, ბოლინაო[1] , ბუგალონი, ბურგოსი[1] , კალასიაო, დასოლი, ინფანტა[1] , ლაბრადორი, ლაოაკი, Lingayen, მაბინი, მალასიკი, მანაოაგი, მანგალდანი, მანგატარემი, მაპანდანი, ნატივიდადი, პოსორუბიო, როსალესი[2] , სან-ფაბიანი, სან-ხასინტო, სან-მანუელი, სან-ნიკოლასი, სან-კინტინი[2] , სანტა-ბარბარა, სანტა-მარია, სანტო-ტომასი, სისონი, სუალი, ტაიუგი, უმინგანი[2] , ურბისტონდო და ვილიასისი | ||||
კოორდინატები | 15°55′00″ ჩ. გ. 120°20′00″ ა. გ. / 15.91667° ჩ. გ. 120.33333° ა. გ. | ||||
მმართველი | ამადო ესპინო III | ||||
დაარსდა | 1611 | ||||
ფართობი | 5451.01 კმ² | ||||
მოსახლეობა | 3 163 190 (1 მაისი, 2020)[3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 75 | ||||
საფოსტო ინდექსი | 2400–2447 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.pangasinan.gov.ph/ | ||||
| |||||
პანგასინანი ეწოდება პროვინციას, ხალხსა და ენასაც. ადგილობრივ პანგასინანურ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს. პანგასინანის ენა, რომელიც პროვინციის ოფიციალური ენაა, ფილიპინებში ოფიციალურად აღიარებული ერთ-ერთი რეგიონული ენაა. პროვინციის უმრავლესობა პანგასინანის ხალხია, დანარჩენი კი ბოლინაოს და ილოკოს ტომებიდან არიან, რომლებიც პროვინციის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ბინადრობენ.[5] პანგასინანის ენა მეორე ენაა პროვინციის ეთნიკური უმცირესობებისთვის. უმცირესი ეთნიკური ჯგუფებია ბოლინაოს ენაზე მოსაუბრე ზამბალები და ილოკოები.
პანგასინანი „მარილის ადგილს“ ან „ადგილს, სადაც მარილი მზადდება“ ნიშნავს. იგი პრეფიქსიდან პანგ, ფუძე-სიტყვიდან ასინ, რაც მარილს ნიშნავს და სუფიქს ან-ისგან შედგება, რაც „მდებარეობაზე“ მიუთითებს. პროვინცია მარილის წარმოებით პირველია ფილიპინებში. მთავარ პროდუქტებს შორისაა „დამარილებული თევზი“ და „კრევეტების პასტა“.
პანგასინანი პირველად ავსტრონეზიელებმა დააარსეს, რომლებიც საკუთარ თავს ანაკბანვას უწოდებდნენ. Luyag na Caboloan-ის სამეფომ შემდგომში ლუსონის ჩრდილო-დასავლეთის დიდი ნაწილიც დაიკავა და XVI საუკუნემდე არსებობდა, სანამ ესპანელები დაიპყრობდნენ. ანტიკური ეპოქის პანგასინანელები ზღვაოსნები და ვაჭრები იყვნენ. აყვავების პერიოდში პანგასინანელები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან, ინდოეთთან, ჩინეთთან, იაპონიასა და წყნარი ოკეანის სხვა ნაწილებთან ვაჭრობდნენ. სამეფოს სახელწოდება Luyag na Caboloan მოხსენიებულია ჩინურ და ინდურ ჩანაწერებში, სადაც აღნიშნულია, რომ მასზე მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტები გადიოდა.
პანგასინანის ღირსშესანიშნაობებს შორისაა: ასი კუნძულის ეროვნული პარკი, ალამინოსში და თეთრი ქვიშის პლაჟები ბოლინაოსა და დასოლზე. ქალაქი დაგუპანი ცნობილია ბანგუსის ფესტივალით. პანგასიანნი ცნობილია გემრიელი მანგოთი და კერამიკულ ღუმელში გამომცხვარი პუტოთი (ადგილობრივი ბრინჯის ნამცხვარი). პანგასინანს სტრატეგიული გეოპოლიტიკური პოზიცია უკავია ლუსონის ცენტრალურ დაბლობზე. იგი ლუსონის ჩრდილოეთ ნაწილის კარიბჭედაა აღიარებული.
გეოგრაფია
რედაქტირებაფიზიკური
რედაქტირებაპანგასინანი მდებარეობს კუნძულ ლუსონის ცენტრალურ დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან მას ლა-უნიონი ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან - ბენგეტი და ნუევა-ვისკაია, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ნუევა-ესიხა, ხოლო სამხრეთით - ზამბალესი და ტარლაკი. პანგასინანის დასავლეთით მდებარეობს სამხრეთ-ჩინეთის ზღვა. პროვინცია გარს ერტყმის ლინგაიენის ყურეს.
პროვინციის ფართობია 5 451.01 კმ². იგი მანილიდან 170 კმ-ით ჩრდილოეთით დმებაროებს, ბანგუიოდან - 50 კმ-ით სამხრეთით, სუბიკის საერთაშორისო აეროპორტისა და ნავსადგურიდან 115 კმ-ით ჩრდილოეთით და 80 კმით ჩრდილოეთითაა კლარკის საერთაშორისო აეროპორტიდან. ალამინოსის სანაპიროზე მდებარე ასი კუნძულის ეროვნული პარკი ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილია.
ლუსონის სხვა ნაწილების მსგავსად, პანგასინანის ხმელეთი ძირითადად ვაკე-დაბლობებითაა დაფარული, მცირე რაოდენობით ბორცვებითა და მთიანი ადგილებით. ჩრდილო-აღმოსავლეთი მუნიციპალიტეტები: სან-მანუელი, სან-ნიკოლასი, ნატივიდადი, სან-კვინტინი და უმინგანი შედარებით მთიანი ტერიტორიებია, რომლებიც კორდილიერის მთიანეთის წვერზე მდებარეობენ. ზამბალესის მთები პროვინციის დასავლეთ ნაწილში, ლაბრადორის, მაბინის, ბუგალონის, აგუილარის, მანგატარემის, დასოლისა და ინფანტას გასწვრივ მდებარეობს და ამ ქალაქების მთიან ნაწილებს წარმოადგენს.
ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის მოხსენების მიხედვით, პროვინციაში რამდენიმე ჩამქრალი ვულკანი მდებარეობს: ამორონგი, ბალუნგაო, კაბალუიანი, კაჰელიეტანი, კანდონგი და მალაბობო. ინსტიტუტის მონაცემებით, პროვინციის ტერიტორიაზე აქტიური ან პოტენციურად აქტიური ვილკანები არ მდებარეობს. კალდერას მსგავსი წარმონაქმნი მდებარეობს ქალა მალასიქისა და ვილიასისს შორის.
პროვინციას რამდენიმე მდინარე სერავს. ყველაზე გრძელი მდინარე აგნოა, რომელიც სათავეს ბენგეტის კორდილიერის მთიანეთში იღებს და ლინგაიენის ყურეში ჩაედინება. სხვა მნიშვნელოვანი მდინარეები: ბუედი, ანგალაკანი, სინოკალანი, პატალანი და კაიანგა.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაპანგასინანის პროვინცია იყოფა 44 მუნიციპალიტეტად, 4 ქალაქად და 1 364 ბარანგაიდ. პროვინციის ტერიტორია 6 საკანონმდებლო რაიონად იყოფა. მისი დედაქალაქია ლინგაიენი. ანტიკურ ხანაში პანგასინანის დედაქალაქი ბინალატონგანი, დღევანდელი სან-კარლოსი იყო.
ფილიპინების პროვინციებს შორის პანგასინანი მესამე ადგილზეა ბარანგაიების რაოდენობით. მასზე მეტი ბარანგაი მხოლოდ ლეიტესა და ილოილოს პროვინციებშია. ყველაზე მრავალრიცხოვანი ბარანგაია ბონუან-გუესეტი, ქალაქ დაგუპანში და მისი მოსახლეობის რაოდენობა 22 042 ადამაინს უდრის (2010 წლის აღწერით). ქალაქების გამოკლებით, ყველაზე მეტი მოსახლეობა ლინგაიენის მუნიციპალიტეტში, პობლაკიონშია (12 642 ადამიანი). 2010 წლის აღწერით, პროვინციის ყველაზე ნაკლებად დასახლებული ბარანგაი არის იტონი, ბაიამბანგში, სადაც 99 ადამიანი ცხოვრობს.
დემოგრაფია
რედაქტირება2015 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობსი რაოდენობა 2 956 726 ადამიანს უდრის, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 540 ადამიანი ერთ კვადრატულ კილომეტრზე.
პანგასინანები ცნობილი ვაჭრები, ბიზნესმენები, ფერმერები და მეთევზეები არიან. პანგასიანი მოსახლეობის რაოდენობით მესამე ფილიპინების პროვინციებს შორის. პანგასიანურ ენაზე მოსაუბრე ადგილობრივთა მიახლოებული რაოდენობა 2 მილიონზე მეტია. 2000 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობის 47% პანგასინანის ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო 44% - ილოკოს ჯგუფს. ადგილობრივი სამბალის ეთნიკური ჯგუფი დასავლეთი მუნიციპალიტეტების, ბოლინაოსა და ანდის უმრავლესობას შეადგენს. პანგასინანები ახლოს არიან ავსტრონეზიელ ხალხთან.
ეკონომიკა
რედაქტირებაპროვინციის ნაყოფიერი ვაკე-დაბლობების გამო, ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობის ტერიტორიების 44%-ზე მეტი მარცვლეულის მოსაყვანად გამოიყენება. გარდა ბრინჯის წარმოებისა, პანგანისანი სხვა პროდუქტების მთავარი მწარმოებელიცაა, მათ შორის: ქოქოსის, მანგოსა და ბადრიჯნის. პანგანისანი ილოკოსის რეგიონის უმდიდრესი პროვინციაა.[6]
ჯანდაცვა და განათლება
რედაქტირებაპროვინციის ტერიტორიაზე დაწყებითი და საშუალო განათლების მისაღებად ათასობით საჯარო სკოლა და ასობით კერძო სკოლა მდებარეობს. მესამეული და უფრო მაღალი განათლების მისაღებად დიდ მანილაში, ქალაქ ბაგუიოსა და აშშ-ში მიდის.
პანგასინანში 51 საავადმყოფო და კლინიკა და 68 სასოფლო ჯანდაცვის ერთეული მდებარეობს (2012 წლის ივლისის მონაცემებით). პროვინციის მოსახლეობის ნაწილი ჯანდაცვის სერვისების მისაღებად ფილიპინების სხვა ნაწილებში, დიდ მანილაში, ევროპასა და აშშ-ში მიემგზავრება. პანგასიანის მოსახლეობის უმრავლესობა დაგუპანის, სან-კარლოსისა და უდრანეტის სამედიცინო ცენტრებით სარგებლობას ამჯობინებს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Agoncillo, Teodoro A. History of the Filipino People. (Quezon City: Garotech Publishing, Eighth Edition, 1990).
- Cortes, Rosario Mendoza. Pangasinan, 1572–1800. (Quezon City: University of the Philippines Press, 1974; New Day Publishers, 1975).
- Cortes, Rosario Mendoza. Pangasinan, 1801–1900: The Beginnings of Modernization. (Cellar Book Shop, April 1991).
- Cortes, Rosario Mendoza. Pangasinan, 1901–1986: A Political, Socioeconomic, and Cultural History. (Cellar Book Shop, April 1991).
- Cortes, Rosario Mendoza. The Filipino Saga: History as Social Change. (Quezon City: New Day Publishers, 2000).
- Craig, Austin. "Lineage Life and Labors of Jose Rizal". (Manila: Philippine Education Company, 1913).
- Mafiles, Victoria Veloria; Nava, Erlinda Tomelden. The English Translations of Pangasinan Folk Literature. (Dagupan City, Philippines: Five Ed Printing Press, 2004).
- Quintos, Felipe Quintos. Sipi Awaray Gelew Diad Pilipinas (Revolucion Filipina). (Lingayen, Pangasinan: Gumawid Press, 1926).
- Samson-Nelmida, Perla. Pangasinan Folk Literature, A Doctoral Dissertation. (University of the Philippines, Diliman, Quezon City: May 1982).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official Tourism Website of Pangasinan დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- Official Website of the Provincial Government of Pangasinan
- Provincial Profile at the National Competitiveness Council of the Philippines
- Local Governance Performance Management System
- Pangasinan Wikipedia
- Salt production in Pangasinan
- Philippine Standard Geographic Code
- Philippine Census Information
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Act No. 1004
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Act No. 86
- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ "Pangasinan voters already 1,651,814," Sunday Punch. December 10, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-17. ციტირების თარიღი: 2020-11-02.
- ↑ [1]
- ↑ http://www.coa.gov.ph/index.php/local-government-units-lgus/category/6072-2015?download=28070:annual-financial-report-for-local-government-volume-i