ილოკოსის რეგიონი (ასევე ცნობილი როგორც I რეგიონი; ილოკ: Rehion/Deppaar ti Ilocos; პანგ: Sagor na Baybay na Luzon; ტაგ: Rehiyon ng Ilocos) — ადმინისტრაციული რეგიონი ფილიპინებში. მდებარეობს ლუსონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. რეგიონის აღმოსავლეთით კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონი მდებარეობს, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით — კაგაიანის ხეობა, ხოლო სამხრეთით — ცენტრალური ლუსონი. რეგიონის დასავლეთით სამხრეთ ჩინეთის ზღვაა გადაჭიმული.

ილოკოსის რეგიონი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი სან-ფერნანდო
შიდა დაყოფა ჩრდილოეთი ილოკოსი, სამხრეთი ილოკოსი, ლა-უნიონი (ფილიპინები) და პანგასინანი
კოორდინატები 16°37′00″ ჩ. გ. 120°19′00″ ა. გ. / 16.61667° ჩ. გ. 120.31667° ა. გ. / 16.61667; 120.31667
ფართობი 13012.60 კმ²
მოსახლეობა 5 301 139 (1 მაისი, 2020)[1]
300
300

რეგიონის შემადგენლობაში ოთხი პროვინცია შედის: ჩრდილოეთი ილოკოსი, სამხრეთი ილოკოსი, ლა-უნიონი და პანგასიანი. რეგიონული ცენტრი ლა-უნიონის ქალაქი სან-ფერნანდოა. 2000 წლის აღწერით რეგიონის მოსახლეობის 66.36% ილოკანურ ენაზე საუბრობს, 27.05% — პანგასინანურ ენაზე, ხოლო 3.21% — ტაგალურ ენაზე.[2]

ისტორია რედაქტირება

თავდაპირველად ილოკოსის რეგიონი აბორიგენი ნეგრიტოსებით იყო დასახლებული. შემდეგსი ისინი ავსტრონეზიელმა ხალხებმა შეავიწროვეს, რომლებიც სანაპიროებზე დასახლდნენ. ტინგიანებმა რეგიონის ცენტრალური ნაწილი დაიკავეს, ილოკანოები ჩრდილოეთით დასახლდნენ, პანგასინანები — სამხრეთში, ხოლო სამბალები — უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ფერდინანდ მარკოსის რეორგანიზაციის პრეოქტამდე პანგასინანი რეგიონის შემადგენლობაში არ შედიოდა.

გეოგრაფია რედაქტირება

ილოკოსის რეგიონი ცენტრალური კორდილიერის მთიანეთსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვას შორის ვიწრო ვაკეს და სამბალესის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცენტრალური ლუსონის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილს მოიცავს.

რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი წყალსატევი ლინგაიენის ყურეა, სადაც უამრავი კუნძული მდებარეობს, მათ შორის ასი კუნძულის ეროვნული პარკი. რეგიონის ჩრდილოეთით ლუსონის სრუტე მდებარეობს.

მდინარე აგნო პანგასინანის პროვინციას სერავს, ბენგეტს გავლით, შემდეგ ლინგაიენსა და დაგუპანში მიედინება და ლინგაიენის ყურეში ჩაედინება.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ილოკოსის რეგიონი 4 პროვინციას, 1 დამოუკიდებელ შემადგენელ ქალაქს, 8 შემადგენელ ქალაქს, 116 მუნიციპალიტეტს და 3 265 ბარანგაის მოიცავს.[3]

პროვინციები რედაქტირება

პროვინცია დედაქალაქი მოსახლეობა (2020 წლის აღწერით)[4] Area[5] სიმჭიდროვე ქალაქები მუნ. ბარ.
კმ2 კვ. მილი /კმ2 /კვ. მილი
ჩრდილოეთი ილოკოსი ლაოაგი &&&&&&&&&&&&&011.70000011,7% 613,422 3,467.89 3.73281×1010 180 470 2 21 557
სამხრეთი ილოკოსი ვიგანი &&&&&&&&&&&&&013.70000013,7% 715811 2,596.00 2.79431×1010 280 730 2 32 768
ლა-უნიონი სან-ფერნანდო &&&&&&&&&&&&&016.50000016,5% 828193 1,497.70 1.61211×1010 550 1,400 1 19 576
პანგასინანი ლინგაიენი &&&&&&&&&&&&&059.60000059,6% 113361 5,451.01 5.86742×1010 570 1,500 4 44 1,364
ჯამი 5,026,128 13,012.60 1.4006646068848×1011 390 1,000 9 116 3,265

• პანგასინანის მონაცემებში შეტანილი დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქის, დაგუპანის მონაცემებიც.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Population and Annual Growth Rates for The Philippines and Its Regions, Provinces, and Highly Urbanized Cities. 2010 Census and Housing Population. Philippine Statistics Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 28, 2013. ციტირების თარიღი: August 9, 2013.
  3. List of Regions. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 13, 2008. ციტირების თარიღი: January 9, 2011.
  4. POPULATION PROJECTIONS BY REGION, PROVINCE, CITIES AND MUNICIPALITIES, 2020-2025. www.doh.gov.ph. Department of Health (August 27, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 14, 2021. ციტირების თარიღი: დეკემბერი 2, 2020.
  5. PSGC Interactive; List of Provinces. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2013. ციტირების თარიღი: March 30, 2016.