დასოლი (ოფიციალურად დასოლის მუნიციპალიტეტი; პანგ: Baley na Dasol; ტაგ: Bayan ng Dasol) ― მესამე კლასის მუნიციპალიტეტი პანგასინანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 29 110 ადამიანს შეადგენს.

დასოლი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 15°59′22″ ჩ. გ. 119°52′49″ ა. გ. / 15.9896389° ჩ. გ. 119.8805306° ა. გ. / 15.9896389; 119.8805306
დაარსდა 1 იანვარი, 1911
ფართობი 166.60 კმ²
მოსახლეობა 31 355 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 75
საფოსტო ინდექსი 2411
ოფიციალური საიტი http://www.dasol.gov.ph
300
300

დასოლი ცნობილია კომერციული მარილის წარმოებით. დასოლის სანაპირო ხაზს მუნიციპალიტეტის სახელობის ყურე იკავებს. ზღვის წყალი დიდ გუბურებში ჩაედინება, რაც მარილის მოპოვებას უწყობს ხელს.

დასოლის მუნიციპალიტეტი მანილიდან 290 კმ-ის (კამილინგის გავლით), ხოლო დაგუპანიდან 88 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ალამინოსიდან და სანტა-კრუსიდან დასოლში მოხვედრა ავტობუსითა და ადგილობრივი ტრანსპორტითაა შესაძლებელი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება