ურდანეტა (პანგასინანი)
ურდანეტა (ოფიციალურად ქალაქი ურდანეტა; პანგ: Siyudad na Urdaneta; ილოკ: Siyudad ti Urdaneta; ტაგ: Lungsod ng Urdaneta) — მეორე კლასის ქალაქი პანგასინანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 132 940 ადამიანს შეადგენს.
ურდანეტა | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 15°58′34″ ჩ. გ. 120°34′16″ ა. გ. / 15.97611° ჩ. გ. 120.57111° ა. გ. |
დაარსდა | 1858 |
ფართობი | 100.26 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 50 მეტრი |
მოსახლეობა | 144 577 (1 მაისი, 2020)[1] |
სატელეფონო კოდი | 75 |
საფოსტო ინდექსი | 2428 |
ოფიციალური საიტი | http://urdaneta-city.gov.ph/ |
ქალაქის ფართობი 12 100 ჰექტარია. ურდანეტა აღმოსავლეთ პანგასინანის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი ჩრდილოეთ ლუსონის ყველაზე პროგრესულ ქალაქებს შორისაა და წლიური რეგულარული შემოსავლის მაჩვენებლით I რეგიონის ქალაქებს შორის ერთ-ერთი პირველია. ურდანეტა რეგიონის ყველაზე სუფთა, მწვანე და ცხოვრებისთვის საუკეთესო ქალაქია.
ურდანეტა მანილიდან 182 კმ-ის, დაგუპანიდან — 28 კმ-ის, ხოლო პროვინციული დედაქალაქიდან,ლინგაიენიდან 59 კმ-ის დაშორებით მდრებარეობს.
ისტორია
რედაქტირებათანამედროვე ურდანეტის პირველი მოსახლეები პანგასინანები იყვნენ. შემდგომში მიმდებარე ტერიტორიებზე ილოკანოები გადასახლდნენ. ფილიპინებში ესპანელების ჩამოსვლის შემდეგ ადგილობრივებმა მთავრობას პეტიციით მიმართა, რათა ცალკე პუებლოს ჩამოყალიბების უფლება მიეღოთ. 1858 წლის 8 იანვარს პეტიცია დაამტკიცეს და ურდანეტამ პუებლოს სტატუსი მიიღო. დღეისთვის უცნობია, თუ ვის პატივსაცემად ეწოდა ქალაქს ურდანეტა: ანდრეს დე ურდანეტას, მიგელ დე ურდანეტას თუ სიმონ დე ურდანეტას პატივსაცემად.[2]
ურდანეტამ ქალაქის სტატუსი 8480-ე რესპუბლიკური აქტის დამტკიცების შემდეგ მიიღო, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „კანონი პანგასინანი პროვინციის ურდანეტის მუნიციპალიტეტის შემადგენელ ქალაქად გარდაქმნის შესახებ, რომელსაც ქალაქი ურდანეტა ეწოდება“. კანონს 1998 წლის 10 იანვარს მოეწერა ხელი, ხოლო იმავე წლის 21 მარტს ურდანეტის მოსახლეობამ მისი რატიფიცირება მოახდინა.[2]
გეოგრაფია
რედაქტირებაურდანეტა აღმოსავლეთ პანგასინანის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი პოლიტიკურად 34 ბარანგაიდ იყოფა: ანონასი, აღმოსავლეთი ბაქტადი, ბაიაოასი, ბოლაოენი, კაბარუანი, კაბულოანი, კამანანგი, კამანტილესი, კასანტაანი, კატაბლანი, კაიამბანანი, კონსოლასიონი, სილან-პაურიდო, ლაბიტი, დასავლეთი ლაბიტი, მაბანოგბოგი, მაკალონგი, ნანკალობასაანი, აღმოსავლეთი ნანკამალირანი, დასავლეთი ნანკამალირანი, ნანკაიასანი, ოლტამა, აღმოსავლეთი პალინა, დასავლეთი პალინა, პედრო ტ. ორატა, პინმალუდპოდი, პობლასიონი, სან-ხოსე, სან-ვისენტე, სანტა-ლუსია, სანტო-დომინგო, სუგკონგი, ტიპოსუ და ტულონგი.
ადგილობრივი მმართველობა
რედაქტირებაქალაქის აღმასრულებელი ხელისფულების მეთაური მერია. საკანონმდებლო ორგანოს საქალაქო საბჭო წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-მერი თავმჯდომარეობს და დროებითი ვაკანსიის შემთხვევაში მერის უფლებამოსილებასაც ასრულებს. ამჟამინდელი მერი ამადეო გრეგორიო პერესია, ხოლო ვიცე-მერი — ხულიო პარაინო. Sangguniang Panglungsod (საქალაქო საბჭო) 10 წევრისგან შედგება.
ტურიზმი
რედაქტირებაქალაქის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილებია: ურდანეტის მუზეუმი, კაბარუანი, სუგკონგისა და ოლტამის ბორცვები, ანდრეს ურდანეტის ძეგლი, ურდანეტის უნივერსიტეტი და სხვ.
ფესტივალები
რედაქტირებაქალაქში ყოველწლიურად, 18-31 მარტს აღინიშნება დუმაიოს ფესტივალი, რომლის დროსაც გარემოს დაცვით მიზნით ხეებს რგავენ, დასაქმების ფორუმი, მარათონი და სხვ. ღონისძიებები იმართება.
ქალაქი ყოველწიურად დეკემბერში მისი მფარველი წმინდანის დღეს აღნიშნავს. ფესტივალი 1-8 დეკემბერს ტარდება, რომლის დროსაც პარადი, დასარტყმელ ინსტრუმენტებსა და ლირაზე დკავრაში შეჯიბრება, მასწავლებელთა ღამე, ბალიკბაიანის ღამე, ბალი, მის ურდანეტის კონკურსი და სხვა ღონისძიებები იმართება. ფესტივალის დროს კარნავალიც იმართება.[3]
რელიგია
რედაქტირებარომაული კათოლიციზმი
რედაქტირებაურდანეტაში მდებარეობს რომის კათოლიკური ეკლესიის საკათედრო ტაძარი, რომელიც 1858 წლის 8 იანვარს დაარსდა. ყოველწლიური დღესასწაული 8 დეკემბერს იმართება. საკათედრო ტაძარი ლინგაიენ-დაგუპანის რომის კათოლიკური ეკლესიის არქიეპარქიის, ურდანეტის რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. 1945 წლის იანვარში საკათედრო ტაძარი ამერიკელების მიერ ქალაქის დაბომბვისას დაზიანდა. საკათედრო ტაძრის წინამძღოლები ეპისკოპოსი ხესუს კასტრო გალანგი (1991-2004) და ეპისკოპოსი პედრო გ. მაგუგატი (1985-1990) იყვნენ. ეპისკოპოსის მოადგილე ლასარო პ. ჰორტალესაა, ხოლო მრჩეველი მამა თეოფილო ლ. სალისდანი.[4][5][6][7][8][9][10][11]
დამოუკიდებელი ფილიპინური ეკლესია
რედაქტირებაურდანეტაში მდებარეობს აგლიპაიანური ცენტრალური თეოლოგიური სემინარია, რომელიც ჩრდილოეთ-ცენტრალურ და სამხრეთ-ცენტრალურ ლუსონში დამოუკიდებელი ფილიპინური ეკლესიის რეგიონული სემინარიაა. აკადემიაში თეოლოგიისა და ღვთისმეტყველების საბაკალავრო პროგრამები ფუნქციონირებს. ურდანეტა მეორე ადგილზეა ფილიპინების ქალაქებს შორის დამოუკიდებელი ფილიპინური ეკლესიის მიმდევართა რაოდენობის მიხედვით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Urdaneta, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ 2.0 2.1 History of Urdaneta. City Government of Urdaneta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 26 November 2012.
- ↑ Home. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-12. ციტირების თარიღი: 2020-11-23.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2020-11-23.
- ↑ Diocese of Urdaneta (4 September 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-04.
- ↑ Chester. (18 February 2008) Capital of Pangasinan: All Churches in Pangasinan.
- ↑ Claretian Communications Foundation, Inc. Claretianpublications.com (2003-11-28). ციტირების თარიღი: 2018-07-24.
- ↑ Archdiocese of Lingayen-Dagupan. Archdiocese of Lingayen-Dagupan: Vicariate of Santo Tomas de Aquino. Rcald.org. ციტირების თარიღი: 2018-07-24.
- ↑ Archdiocese of Lingayen-Dagupan. Archdiocese of Lingayen-Dagupan. Rcald.org. ციტირების თარიღი: 2018-07-24.
- ↑ Cathedral of Our Lady of the Immaculate Conception, Urdaneta City, Pangasinan, Philippines. Gcatholic.org. ციტირების თარიღი: 2018-07-24.
- ↑ [1]