მანგატარემი (ოფიციალურად მანგატარეის მუნიციპალიტეტი; პანგ: Baley na Mangatarem; ტაგ: Bayan ng Mangatarem) ― პირველი კლასის მუნიციპალიტეტი პანგასინანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 79 323 ადამიანს შეადგენს.

მანგატარემი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 15°47′14″ ჩ. გ. 120°17′31″ ა. გ. / 15.7874000° ჩ. გ. 120.2921000° ა. გ. / 15.7874000; 120.2921000
ფართობი 317.50 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 79 323 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 75
საფოსტო ინდექსი 2413
300
300

მუნიციპალიტეტის სახელწოდება წარმოდგება პანგასინანური სიტყვიდან და „მანგოს პლანტაციას“ ნიშნავს. სახელწოდება ილოკანური ფრაზიდანაც „mangga ken tirem“ მომდინარეობს, რაც „მანგოსა და ხამანწკას“ ნიშნავს.[2]

მუნიციპალიტეტის სამხრეთ საზღვართან, მალაბობოს ბარანგაის ტერიტორიაზე მანლელუაგის გეოთერმული წყაროების დაცული ლანდშაფტი მდებარეობს.

მანგატარემის ეკონომიკის წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობაა. იგი პანგასინანის უდიდესი მუნიციპალიტეტია ფართობის მიხედვით. შედგება 82 ბარანგაისგან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Mangatarem. Cities and Municipalities. Province of Pangasinan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 26 November 2012.