სან-კარლოსი (პანგასინანი)

სან-კარლოსი (ოფიციალურად ქალაქი სან-კარლოსი; ტაგ: Lungsod ng San Carlos) ― მესამე კლასის ქალაქი პანგასინანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 188 571 ადამიანს შეადგენს. სან-კარლოსი პანგასინანისა და მთელი ილოკოსის რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

სან-კარლოსი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 15°55′41″ ჩ. გ. 120°20′56″ ა. გ. / 15.9280611° ჩ. გ. 120.3488889° ა. გ. / 15.9280611; 120.3488889
ფართობი 169.03 კმ²
ცენტრის სიმაღლე 12 მეტრი
მოსახლეობა 205 424 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 75
საფოსტო ინდექსი 2420
ოფიციალური საიტი https://sancarloscitypangasinan.gov.ph/
სან-კარლოსი (პანგასინანი) — ფილიპინები
სან-კარლოსი (პანგასინანი)

წინაკოლონიურ ხანაში სან-კარლოსში მდიდარი თემი ცხოვრობდა. თავდაპირველად მას ბინალატონგანი ეწოდებოდა, რომელიც ლუიაგ-ნა-კაბოლოანის, ანტიკური სამეფოს დედაქალაქი იყო (მის შემადგენლობაში დღევანდელი ტარლაკის, სამბალესის, ნუევა-ესიხას, ლა-უნიონის, პანგასინანისა და ბენგეტის პროვინციებიც შედიოდა). ამ პერიოდში პანგასინანი იაპონიასთან, ჩინეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებთან დამოუკიდებლად ვაჭრობდა.

1960-იან წლებში სან-კარლოსის მუნიციპალიტეტი ორ უბნად გაიყო. 1965 წელს მცირე უბანი ბაისტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შევიდა.[2] 1966 წელს, 4487-ე რესპუბლიკური აქტის მიღების შემდეგ დიდი უბანი ქალაქ სან-კარლოსად გამოცხადდა.[3]

2007 წლის 28 აპრილს სან-კარლოსის ყოფილი მერი, ხულიან ვ. რესუელო ქალაქის მთავარ მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე მოკლეს.[4]

ბარანგაები

რედაქტირება

სან-კარლოსი 86 ბარანგაიდ იყოფა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Republic Act No. 4866 - An Act Declaring Basista, Province of Pangasinan, Created by Executive Order Numbered Four Hundred Forty-Six Dated September Five, Nineteen Hundred Sixty-One, as a Duly Constituted Municipality. Chan Robles Virtual Law Library (8 May 1967). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი 2020. ციტირების თარიღი: 21 November 2019
  3. Republic Act No. 4487 - An Act Creating the City of San Carlos in Pangasinan. Chan Robles Virtual Law Library (19 June 1965). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი 2020. ციტირების თარიღი: 21 November 2019
  4. Myds Supnad (2 May 2007). „Cops identify gunman in killing of San Carlos mayor“. The Philippine Star. Philstar Global Corp. ციტირების თარიღი: 21 November 2019.