ჩვეულებრივი პალია

(გადამისამართდა გვერდიდან პალია-მდევარი)

ჩვეულებრივი პალია[1] (ლათ. Salvelinus lepechini) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. გარეგნული მსგავსების გამო ადრე ორაგულის გვარში შედიოდა. სხეულის სიგრძე 75 სმ-მდეა, მასა დაახლოებით 9 კგ.[2] ტოფობის სეზონამდე საერთო შეფერილობა მუქია, როგორც წესი, ზემოთ მორუხო-მწვანე და მუცელზე კაშკაშა ნარინჯისფერი ან ყვითელი; აყრია კაშკაშა ნარინჯისფერი წინწკლები. ტუჩები ყვითელი, ნარინჯისფერი ან ვარდისფერია. მკერდის, მუცლისა და ანალური ფარფლები მორუხო-წითელი ან ნარინჯისფერი, კუდის ფარფლი წითელი ან ნარინჯისფერი უკანა მხარითა და თეთრი ან შავი წინა მხარით.[3] გავრცელებულია ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთისა და რუსეთის (კარელია, კოლის ნახევარკუნძული) ტბებში.[2] უმეტესად დიდ ტბებში ბინადრობს, ძალიან იშვიათადაა მდინარეებში. ტოფობს ტბებში, ქვიშა-კენჭიან თავთხელ ნაპირებზე. იკვებება თევზით, ღორტავასებრებით, მოლუსკებით, მწერებით.[3] ადგილობრივი რეწვის ობიექტია.[2]

ჩვეულებრივი პალია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ორაგულისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
გვარი:  გოჭალა
სახეობა:  ჩვეულებრივი პალია
ლათინური სახელი
Salvelinus lepechini (Gmelin, 1788)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 135416
  1. გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 225, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. 2.0 2.1 2.2 Решетников Ю. С. Палии // Большая российская энциклопедия. т. 25. — М., 2014. — стр. 152.
  3. 3.0 3.1 Kottelat, Maurice; Freyhof, J. (2007) Handbook of European freshwater fishes. Cornol, Switzerland: Publications Kottelat. ISBN 978-2-8399-0298-4.