პალესტინის ხელოვნება
პალესტინის ხელოვნება—ტერმინი, რომელსაც იყენებენ პალესტინელი მხატვრების მიერ შექმნილი ნახატების, პლაკატების, ვიზუალური ხელოვნების აღსანიშნავად . ტერმინს ასევე იყენებდნენ პალესტინის გეოგრაფიულ რეგიონში წარმოებული უძველესი ხელოვნების ნიმუშების აღსანიშნავად. ამჟამად იგი ზოგადად ეხება თანამედროვე პალესტინელი მხატვრების შემოქმედებას.
პალესტინის საზოგადოების სტრუქტურის მსგავსად, პალესტინის ხელოვნების სფერო ვრცელდება ოთხ მთავარ გეოგრაფიულ ცენტრზე: დასავლეთ სანაპირო და ღაზiს სექტორი, ისრაელი, პალესტინელთა დიასპორა არაბულ სამყაროში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. [1]
ისტორია
რედაქტირებაპალესტინის ხელოვნება სათავეს იღებს მეზოლითური ხანიდან.უკერამიკო ნეოლითს მიეკუთვნება (ძვ. წ. VII-VI ათასწლ.). უძველესი დასახლების -იერიქონის ხელოვნება. ძვ.წ. V ათასწლეულიდან შემონახულია გრავირებული ან ორნამენტით მოხატული კერამიკა. ქალკოლითის ეპოქისაა (ძვ.წ. IV ათასწლ). ბეისანის, მეგიდოსა და სხვ. დასახლებანი, ბეერშევის რ-ნის მიწისქვეშა საცხოვრებლები. ძვ. წ. III-II ათასწლ., როდესაც პალესტინაში ცხოვრობდნენ ქანაანელები, წარმოიქმნა ქალაქური ტიპის დასახლებები-იერუსალიმი, იერიქონი, ბეისანი, მეგიდო, ლახიში (თელ-ელ-დუვაირი) ქვის ან ალიზის თავდაცვითი ნაგებობებით, ქვის ტაძრებითა და წყალსადენი გვირაბებით. ისრაელისა და იუდეველთა სამეფოების ხანის (ძვ. წ.X საუკუნის II ნახ.- ძვ.წ. VI ს.) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობაა სოლომონის ტაძარი იერუსალიმში (ძვ.წ. X საუკუნეში). ელინისტურ ხანას მიეკუთვნება აკლდამები მოხატული სამარხი სათავსებით (მარისაში). რომის ბატონობის დროიდან შემონახულია ტაძრების (დიონისეს ტაძარი ბეისანში, თეატრების, აკვედუკების, სახხოვრებლი სახლებისა და სხვ. ნაშთები, სარკოფაგები. ახ. წ. II-IV საუკუნეებს მიეკუთვნება სინაგოგები. ბიზანტიის დროისაა ბაზილიკები, ტაძრები, ციხესიმაგრეები. VII საუკუნით თარიღდება კუბათ ალ სახრასა და ალ-აქსას მეჩეთები იერუსალიმში, ციხე-დარბაზი რეზიდენცია ხირბეთ ალ-მაფჯარი(VIII ს. პირველი ნახ.) ჯვაროსანთა ბატონობის ხანიდან ( XI-XIIIსს.)შემორჩენილია ძირითადად ციხე-დარბაზები და ციხესიმაგრეები. XVI-XX ს. დასაწყისში ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან (თურქთა ბატონობის ხანა) აღსანიშნავია სინაგოგა ცეფთაში (XVI საუკუნის შუა ხანებში) , მეჩეთი იაფაში (1810). XIX საუკუნეში პალესტინაში დაბრუნებულმა ებრაელებმა ადგილობრივ კულტურაში შეიტანეს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრული ტრადიციები. თავი იჩინა ე.წ. ებრაული სტილის შექმნის ტრადიციამ (მიმართავენ ებრაელთა ისტორიულ და ლიტერატურულ სიუჟეტებს).
1948 წლამდე პალესტინელი მხატვრების უმეტესობა თვითნასწავლი იყო, ევროპული სტილის მიბაძვით ხატავდნენ პეიზაჟებსა და რელიგიურ სცენებს. სამხატვრო გამოფენები თითქმის არ იმართებოდა. მხატვრები, რომლებსაც უცხოეთში მიიღეს განათლება, პალესტინის ხელოვნებაში შეიტანეს სხვადასხვა მიმდინარეობები აკადემიური ხასიათის რეალიზმიდან აბსტრაქციონიზმამდე. 1948 წლის ნაკბას შემდეგ, სჭარბობს ნაციონალისტური თემები. [2]
მუზეუმები და გალერეები
რედაქტირებაპალესტინის მუზეუმი
რედაქტირებაპალესტინის ახლად დაარსებული მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ბირზეიტში, 7 კმ. ჩრდილოეთით ქალაქ რამალადან, დაეთმობა პალესტინის ხელოვნებასა და კულტურას. იგი გეგმავს სხვადასხვა გამოფენების, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების და კულტურული ღონისძიებების მასპინძლობას. [3] მას უხელმძღვანელებს კურატორი მაჰმუდ ჰავარი.
ბირზეიტის უნივერსიტეტის ეთნოგრაფიისა და ხელოვნების მუზეუმი
რედაქტირებაბირზეიტის უნივერსიტეტის ეთნოგრაფიისა და ხელოვნების მუზეუმში ორი მთავარი კოლექციაა: პალესტინის კოსტიუმები და თაუფიკ ქანაანის ამულეტების კოლექცია. ბირზეიტის უნივერსიტეტის ვირტუალური გალერეა არის პალესტინის ტერიტორიაზე მდებარე წამყვანი სამხატვრო გალერეაა, სადაც იმართება ვიზუალურ ხელოვნების გამოფენები, ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.[4]
ლიტერატურა
რედაქტირებაქართული საბჭოთა ენციკლოპედია., 7 ტომი, თბილისი, 1984., გვ. 651 პალესტინის ხელოვნება
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Tal Ben Zvi (2006). "Hagar: Contemporary Palestinian Art" (PDF). Hagar Association.
- ↑ Gannit Ankori (1996). Palestinian Art.[მკვდარი ბმული] Reaktion Books. ISBN 1-86189-259-4.[მკვდარი ბმული]
- ↑ "The Palestinian Museum". Archived from the originalon 2016-03-04. Retrieved 2013-04-18.
- ↑ "Birweit University Museum". Archived from the original on 2013-01-19. Retrieved 2013-04-18.