პავლეურის ნამოსახლარი

არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ პავლეურის აღმოსავლეთით, 5 კილომეტრზე, სვიან

პავლეურის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ პავლეურის აღმოსავლეთით, 5 კილომეტრზე, სვიანის ველზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

ნამოსახლარზე გადიოდა გზა, რომელიც მთიულეთის არაგვის ხეობას მოკლე გზით აკავშირებდა მდინარეების - ხორხისა და ფშავის არაგვის ხეობებთან და შემდგომ თიანეთთან. ნამოსახლარი ოვალური გალავნით ყოფილა შემოზღუდული. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. შენობები ნაგებია კლდის ნატეხი ქვითა და დუღაბით. ნამოსახლარის ნაგებობათა განლაგება და სიმჭიდროვე მიუთითებს იმაზე, რომ იგი მცირე სავაჭრო-სახელოსნო დასახლება იყო.

ლიტერატურა რედაქტირება