ორთაყარა
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყარეთში
ორთაყარა — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მყინვარების ჩრდილოეთი წანერის (მდინარე ენგურის აუზი) და ბეზენგის (მდინარე ბაქსანის აუზი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4345 მ. ორთაყარა აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
ორთაყარა | |
---|---|
კოორდინატები: 43°05′16″ ჩ. გ. 43°02′35″ ა. გ. / 43.088000° ჩ. გ. 43.043056° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 4345 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ლანდშაფტი | ნივალური |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი და კრისტალური ფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 569.