ჩრდილოეთი წანერი

მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წანერი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჩრდილოეთი წანერიმყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. საქართველოში სიდიდით მესამე მყინვარია, მისი ფართობია 11,53 კმ². იგი ხეობის ტიპის მყინვარია და სამხრეთ-დასავლეთური ექსპოზიცია აქვს. მყინვარის ენის ბოლო ნაწილი რიგელზეა გადმოკიდებული და ზღვის დონიდან 3020 მ სიმაღლეზე მთავრდება. 1986 წელს გადაღებულ კოსმოსურ სურათზე ჩანს, რომ ჩრდილოეთ წანერს აქვს მცირე კონტაქტი მყინვარ სამხრეთ წანერთან.

ჩრდილოეთი წანერი
კოორდინატები: 43°05′30″ ჩ. გ. 43°00′13″ ა. გ. / 43.0919389° ჩ. გ. 43.00361° ა. გ. / 43.0919389; 43.00361
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის კავკასიონი
ფართობი 11,53 კმ²
ტიპი ხეობური
ჩრდილოეთი წანერი — საქართველო
ჩრდილოეთი წანერი
ჩრდილოეთი წანერი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჩრდილოეთი წანერი

2000 წელს გადაღებულ კოსმოსურ სურათზე კი მათი კონტაქტი გაწყვეტილია და ჩრდილოეთის ნაკადი საკმაო მანძილითაა დაცილებული სამხრეთისას. სავარაუდოდ მათი გაყოფა 1986-1990 წლებში უნდა მომხდარიყო. მათი ფირნები ერთმანეთისაგან გამოყოფილია კავკასიონის ქედიდან გამოსული განშტოებით. მყინვარული ენები ერთმანეთს უერთდებოდნენ ზღვის დონიდან 2750 მ სიმაღლეზე და წარმოიქმნებოდა დასავლეთური ექსპოზიციის ერთიანი ენა, რომელიც მთავრდებოდა 2380 მ სიმაღლეზე. მყინვარის სიგრძე 13,36 კმ იყო, ხოლო ფართობი კი 28,28 კმ².

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014.