შოდა-კედელას ქედი
შოდა-კედელას ქედი (ორბოძალის ქედი, რუბოძალის ქედი) — ქედი საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ შტოქედს. გამოეყოფა ლეჩხუმის ქედს მწვერვალ ლუხუნისწვერთან. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გასწვრივ დაახლოებით 56 კილომეტრზე და უერთდება მას მწვერვალ კოზი-ხოხთან. საშუალო აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან 3050-3080 მ, უმაღლესი მწვერვალია შოდა (3609 მ). აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული კარბონატული ქანებით. სამხრეთი მხრიდან გამოეყოფა ქვაციხის, საკაოსმთის, ხეორისწვერის, გორმაღალის, საუხოხისა და სხვა შტოქედები. მდინარე რიონის ხეობით იყოფა ორ ნაწილად — შოდად და კედელად. შოდა-კედელას ქედის თხემური ნაწილისათვის დამახასიათებელია ტიპური ალპური რელიეფი (მოკლე ტროგული ხეობები, ცირკები და სხვა). 1900-2000 მეტრზე ზემოთ კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით. იყენებენ საძოვრად და სათიბად.
შოდა-კედელას ქედი | |
---|---|
შოდა-კედელას ქედის ერთ-ერთი უბანი | |
კოორდინატები: 42°41′53″ ჩ. გ. 43°28′14″ ა. გ. / 42.69806° ჩ. გ. 43.47056° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | შოდა |
სიმაღლე | 3609 მ |
სიგრძე | 56 კმ |
სურათები ვიკისაწყობში |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჯანელიძე ჭ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 15.