ოპენჰაიმერი (ფილმი)
„ოპენჰაიმერი“ (ინგლ. Oppenheimer /ˈɒpənhaɪmər/) — 2023 წლის ამერიკული ეპიკური[1] ბიოგრაფიული ფილმი. სცენარის ავტორი და რეჟისორია კრისტოფერ ნოლანი.[2] ფილმში მთავარ როლს ასრულებს კილიან მერფი, არის ჯ. რობერტ ოპენჰაიმერის როლში, რომელიც იყო ამერიკელი თეორიტიკოს-ფიზიკოსი, მანჰეტენის პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, „ატომური ბომბის მამად“ წოდებული. ფილმი დაფუძნებულია კაი ბერდისა და მარტინ ჯ. შერვინის 2005 წლის ბიოგრაფიულ წიგნზე „ამერიკელი პრომეთე“. ფილმი ასახავს ოპენჰაიმერის კარიერას. სიუჟეტი ძირითადად ფოკუსირებულია მის სწავლის პერიოდზე, მანჰეტენის პროექტზე მეორე მსოფლიო ომის დროს და მის საბოლოო დაცემაზე, რომელიც 1954 წელს უშიშროების სამსახურის მიერ მეცნიერის ფარულ მოსმენებს უკავშირდება. ფილმში ასევე მონაწილეობენ ემილი ბლანტი (კიტი, ოპენჰაიმერის ცოლი), მეთ დეიმონი (ლესლი გროუვზი, მანჰეტენის პროექტის ხელმძღვანელი), რობერტ დაუნ უმცროსი (ლუის შტრაუსი, აშშ-ის ატომური ენერგიის კომისიის წევრის) და ფლორენს პიუ (ჯინ ტეტლოკი, ოპენჰაიმერის კომუნისტი შეყვარებული). დამხმარე როლებს ასრულებენ: შედიან ჯოშ ჰარტნეტი, კეისი აფლეკი, რამი მალეკი და კენეთ ბრანა.
ფილმის შესახებ გამოცხადდა 2021 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც Universal Pictures-მა ნოლანის სცენარის ტენდერი მოიგო. ამას ნოლანსა და მის ძველ დისტრიბუტორ Warner Bros.-ს შორის კონფლიქტი მოჰყვა. მერფი პირველი მსახიობი იყო, რომელმაც კონტრაქტს მოაწერა ხელი (მომდევნო თვესვე), დანარჩენი მსახიობები კი 2021 წლის ნოემბრიდან და 2022 წლის აპრილამდე პერიოდში შეუერთდნენ სამსახიობო შემადგენლობას. 2022 წლის იანვარში მიმდინარეობდა გადაღებებისათვის მომზადება, გადაღებები თებერვლიდან მაისამდე გაგრძელდა. „ოპენჰაიმერი“ გადაიღეს IMAX 65-მმ-ისა და 65-მმ-იანი დიდი ფორმატის ფირების კომბინაციით. ასევე, ნოლანმა IMAX-ის ისტორიაში პირველად გადაიღო სცენები IMAX-ის შავ-თეთრი ფირის საშუალებით. მისი წინა ნამუშევრების მსგავსად, ნოლანმა ფართოდ გამოიყენა პრაქტიკული ეფექტები და მინიმუმამდე დაიყვანა კომპიუტერის მიერ შექმნილი გამოსახულებების გამოყენება. მონტაჟი შეასრულა ჯენიფერ ლეიმმა, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე პასუხისმგებელი იყო ლუდვიგ იორანსონი. „ოპენჰაიმერი“ ნოლანის მეოთხე ფილმია, რომელმაც ამერიკის კინოასოციაციის რეიტინგში „R“ კატეგორია მიიღო, წინა 3 ფილმია: „დევნა“ (1998), „მემენტო“ (2000) და „ინსომნია“ (2002).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 'Oppenheimer' cast on Christopher Nolan's epic, unconventional atomic bomb biopic (July 20, 2023). ციტირების თარიღი: October 11, 2023
- ↑ Badasie, Charlene. (August 18, 2023) Oppenheimer Sets The Weirdest Box Office Record. ციტირების თარიღი: October 11, 2023