ემილი ოლივია ლორა ბლანტი (ინგლ. Emily Olivia Laura Blunt; დ. 23 თებერვალი, 1983) — ოქროს გლობუსის მფლობელი ინგლისელი მსახიობი, განსაკუთრებით ცნობილია თავისი როლებით ფილმებში „ჩემი სიყვარულის ზაფხული“ და „ეშმაკი ატარებს პრადას“. მან მოიპოვა ოქროს გლობუსი, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელმა ქალმა მსახიობმა, BBC-ის ტელე-ფილმისათვის „გიდეონის ქალიშვილი“ და ამავე დაჯილდოების ცერემონიალზე იყო ნომინირებული ფილმისათვის „ეშმაკი ატარებს პრადას“.

ემილი ბლანტი

ემილი ბლანტი 2013 წელს
დაბადების სახელი ემილი ოლივია ლორა ბლანტი
დაბადების თარიღი 23 თებერვალი, 1983 (1983-02-23) (41 წლის)
ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1989 — დღემდე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ემილი ბლანტი არის როჰამპტონიდან (ლონდონი, ინგლისი). ის ერთ-ერთია ოთხი დედმამიშვილიდან, რომლებიც ადვოკატი მამისა და მასწავლებელი დედის ოჯახში დაიბადნენ. მისი ბიძა არის კრისპინ ბლანტი, კონსერვატორი, პარლამენტის წევრი. 16 წლის ასაკში ბლანტმა ჩააბარა ექვსწლიან კოლეჯში — ჰარტვუდ ჰაუსში, რომელიც ცნობილია თავისი ხელოვნებისათვის მზადების პროგრამებით. სწორედ ამ კოლეჯში მოხიბლა მან ერთ-ერთი აგენტი.

ემილი ცხოვრობს ლონდონსა და ვანკუვერში. ის თავის მეგობარ ბიჭთან, კანადელ მომღერალ მაიკლ ბუბლეისთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ის პირველად მელბურნში, ავსტრალიის სატელევიზიო დაჯილდოებაზე შეხვდა 2005 წელს. როცა ისინი შეხვდნენ მაიკლს ბლანტი სატელევიზიო პროდიუსერი ეგონა. მოგვიანებით ემილიმ ბეკ-ვოკალი ჩაწერა ბილი პოლის სიმღერის „Me and Mrs. Jones“-ის მაიკლისეული ქავერ-ვერსიისათვის, რომელიც შევიდა ალბომში სახელწოდებით „Call Me Irresponsible“.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2003 ჰენრი VIII Henry VIII კათრინ ჰოვარდი
2004 ჩემი სიყვარულის ზაფხული My Summer of Love ტამსინი
2005 ტფ გიდეონის ქალიშვილი Gideon's Daughter ნატაშა
2006 ეშმაკი ატარებს პრადას The Devil Wears Prada ემილი ჩარლტონი
2007 ჩარლი უილსონის ომი Charlie Wilson's War ჯეინ ლიდი
2009 ახალგაზრდა ვიქტორია The Young Victoria დედოფალი ვიქტორია
2011 რეგულირების ბიურო The Adjustment Bureau ელის სელასი
2011 მაპეტები The Muppets კამეო
2012 ორაგულზე თევზაობა იემენში Salmon Fishing in the Yemen ჰარიეტი
2013 არტურ ნიუმენი Arthur Newman შარლოტ ფიცჯერალდი
2014 ხვალინდელი დღის კიდეზე Edge of Tomorrow რიტა ვრატასკი
2014 ტყეში Into the Woods მცხობელის ცოლი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: