რამი მალეკი

ამერიკელი მსახიობი

რამი საიდ მალეკი (ინგლ. Rami Said Malek; დ. 12 მაისი, 1981, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ეგვიპტური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი. ცნობილია ჰაკერ ელიოტ ალდერსონის როლით ტელესერიალში მისტერ რობოტი. 2016 წელს მიენიჭა „ემის“ პრემია დრამატულ სერიალში საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში.[1]

რამი მალეკი
SXSW 2016 - Rami Malek (25138464364) (cropped 2).jpg
რამი მალეკი 2011 წელს
დაბადების თარიღი 12 მაისი, 1981 (1981-05-12) (40 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
ალმა-მატერი ევანსვილის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2004–დღემდე

ბიოგრაფიარედაქტირება

რამი მალეკი დაიბადა და გაიზარდა აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში. მისი მშობლები წარმოშობით ეგვიპტიდან არიან. ასევე მსახიობი ერთი მერვედით ბერძენია.[2] რამის მამა გიდად მუშაობდა ეგვიპტეში, ქალაქ კაიროში.[3] რამი მალეკს ჰყავს ტყუპისცალი ძმა სახელად სამი; რამი ძმაზე 4 წლით უფროსია.მსახიობს ასევე ჰყავს უფროსი და. სწავლობდა ნოტრე დამის სკოლაში, კალიფორნიაში. 2003 წელს დაამთავრა ინდიანას შტატის ევანსვილის უნივერსიტეტი.

ფილმოგრაფიარედაქტირება

წელი ფილმი გმირი
2006 Night at the Museum აკმენრა
2009 Night at the Museum 2 აკმენრა
2012 The Twilight Saga: Breaking Dawn — Part 2 ბენჯამინი
2013 Oldboy ბრაუნინგი
2014 Need for Speed ფინი
2015-დღემდე მისტერ რობოტი ელიოტ ალდერსონი
2017-2018 ცხენკაცა ბოჯეკი ფლიკ მაკვიკერი (ხმა)
2018 ბოჰემიური რაფსოდია ფრედი მერკური

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. „ემი“ 2016 - გამარჯვებულთა სრული სია„Fortuna Plus“ წაკითხვის თარიღი : 19.09.2016
  2. The Summer TV Heartthrob No One Saw Coming. BuzzFeed. ციტირების თარიღი: 2016-01-12.
  3. Drumming, Neil (2015-08-25). „Looking Back on ‘Mr. Robot’ and a Season of Hacker Drama“. The New York Times. 0362-4331. ციტირების თარიღი: 2016-01-12.