კეისი აფლეკი
კეისი აფლეკი (ინგლ. Casey Affleck; დ. 12 აგვისტო, 1975) — ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. ბენ აფლეკის ძმა.
კეისი აფლეკი | |
---|---|
კეისი აფლეკი | |
დაბადების სახელი | კალებ კეისი მაკგუაირ აფლეკ-ბოლდტი |
დაბადების თარიღი |
12 აგვისტო 1975 ფალმუზი, მასაჩუსეტსი, აშშ |
საქმიანობა |
მსახიობი რეჟისორი |
აქტიური | 1988 - დღემდე |
მეუღლე(ები) | სამერ ფენიქსი (2006-2016) |
კეისი აფლეკმა კარიერა როგორც მოზარდმა დაიწყო, როდესაც გამოჩნდა „PBS“-ის სატელევიზიო ფილმში „ლიმონის ცა“ (1988) და „ABC“-ის მინისერიალში „კენედი მასაჩუსეტსიდან“ (1990). მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო გას ვან სენტის სამ ფილმში: „სიკვდილის მიზეზი“ (1995), „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“ (1997) და „ჯერი“ (2002) და აგრეთვე სტივენ სოდერბერგის კომედიურ ტრილოგიაში: „ოუშენის თერთმეტი მეგობარი“ (2001), „ოუშენის თორმეტი მეგობარი“ (2004) და „ოუშენის ცამეტი მეგობარი“ (2007). პირველი მთავარი როლი მიიღო სტივ ბუშემის დამოუკიდებელ კომედიურ-დრამატულ ფილმში „მარტოხელა ჯიმი“ (2006). ნაყოფიერი აღმოჩნდა 2007 წელი, როდესაც კეისი აფლეკი გამოჩნდა ფილმში „როგორ მოკლა მშიშარა რობერტ ფორდმა ჯესი ჯეიმსი“; ბობ ფორდის როლის შესრულებისთვის იგი ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე. ამავე წელს ითამაშა ფილმში „მშვიდობით პატარავ“, რომელიც მისმა ძმამ ბენ აფლეკმა გადაიღო.
2010 წელს კეისი აფლეკმა გადაიღო ფსევდოდოკუმენტური ფილმში „მე ჯერ აქ ვარ“, რომლის სიუჟეტის ცენტრშია მსახიობი ხოაკინ ფენიქსი, რომელმაც ახალი კარიერის დაწყება გადაწყვიტა. ამავე წელს შეასრულა სერიული მკვლელის როლი ფილმში „მკვლელი ჩემში“. 2013 წელს ერთბაშად ორ ფილმში ითამაშა: „ცოდვილები“ და „ფერფლიდან“. 2016 წელს გამოჩნდა კრიმინალურ თრილერში „სამი ცხრიანი“, კატასტროფულ დრამაში „შტორმი“ და დრამაში „მანჩესტერი ზღვასთან“. ლი ჩენდლერის როლის შესრულებისთვის ფილმში „მანჩესტერი ზღვასთან“ მოიპოვა ოქროს გლობუსი, BAFTA და ოსკარი.