ოემი (ფრანგ. Oyem) — ქალაქი გაბონში, ვოლო-ნტემის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს პროვინციის ჩრდილოეთში, მდინარე ნტემის ნაპირზე.

ქალაქი
ოემი
ფრანგ. Oyem
გერბი

ქვეყანა გაბონის დროშა გაბონი
პროვინცია ვოლო-ნტემი
კოორდინატები 01°36′00″ ჩ. გ. 11°34′00″ ა. გ. / 1.60000° ჩ. გ. 11.56667° ა. გ. / 1.60000; 11.56667
ცენტრის სიმაღლე 914
ოფიციალური ენა ფრანგული ენა
მოსახლეობა 60 685 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+1
ოემი — გაბონი
ოემი

გეოგრაფია რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს პლატოზე, ზღვის დონიდან 914 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქი ახლომდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების სატრანსპორტო ცენტრია[1]. ქალაქი ოემი მდებარეობს 411 კმ მანძილზე გაბონის დედაქალაქ ლიბრევილიდან[2].

ისტორია რედაქტირება

ქალაქს ოემი დაერქვა დიდი ხის პატივსაცემად, რომელიც იზრდებოდა ქალაქის შემოგარენში. 1990-იან წლებში გააუპატიურეს და დახოცეს რამდენიმე ქალი მშვიდობის კორპუსიდან, რაც გახდა რეგიონის უსაფრთხოებისადმი ეჭვის საფუძველი.

2004 წლის მარტში ქალაქი მოექცა ცოფიანი ძაღლების ალყაში, რომლებმაც დახოცეს ქალაქის სამი მაცხოვრებელი. ქალაქის ადმინისტრაცია იძულებული გახდა დაეხოცა 50 მაწანწალა ძაღლი[3].

2004 წლის ოქტომბერში ქალაქი ოემი დაზარალდა წყლის უკმარისობით და ელექტროენერგიის გამორთვით. ამავე წლის დეკემბერში იფეთქა ტიფის ეპიდემიამ, რომელიც გავრცელდა ჩრდილოეთ გაბონის მთელ ტერიტორიაზე[2]. ქალაქ ოემიში დარეგისტრირებულია დაავადების დაახლოებით 50 შემთხვევა.

ეკონომიკა რედაქტირება

ქალაქ ოემიში მოყვანილი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურებია კაკაო და ყავა, რომლებიც საავტომობილო ტრანსპორტით მიაქვთ კამერუნის კრიბის და დუალის პორტებში, საიდანაც ექსპორტზე გადის სხვა ქვეყნებში. აქ ასევე აწარმოებენ კაუჩუკს და კარტოფილს[1].

მომსახურება რედაქტირება

ქალაქში ფუნქციონირებს საავადმყოფო, ორი ეკლესია, სასოფლო-სამეურნეო სკოლა, სახელმწიფო საშუალო სკოლა და საბაჟო[1].

დემოგრაფია რედაქტირება

წელი მოსახლეობა[4][5]
1993 22 669
2013 60 685

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Oyem. Encyclopædia Britannica (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2011-05-08.
  2. 2.0 2.1 Typhoid fever breaks out in northern Gabon(ინგლისური) // Asia Africa Intelligence Wire.
  3. Gabonese town slays 50 stray dogs(ინგლისური) // Asia Africa Intelligence Wire.
  4. 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (RGPL-2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-31. ციტირების თარიღი: 2016-12-24.
  5. 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (geohive). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-06. ციტირების თარიღი: 2016-12-24.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოემი&oldid=4632728“-დან