ვოლო-ნტემი (ფრანგ. Woleu-Ntem) — პროვინცია გაბონის ჩრდილოეთში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ოემი.

პროვინცია
ვოლო-ნტემი
ფრანგ. Woleu-Ntem
გერბი

ქვეყანა გაბონის დროშა გაბონი
ადმ. ცენტრი ოემი
კოორდინატები 1°17′26″ ჩ. გ. 11°50′08″ ა. გ. / 1.29056° ჩ. გ. 11.83556° ა. გ. / 1.29056; 11.83556
დაარსდა 1907
ფართობი 38 465 კმ²
მოსახლეობა 154 986 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 4,03 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

გეოგრაფია რედაქტირება

პროვინციის ფართობი შეადგენს 38 465 კმ²-ს.

სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ოგოუე-ივინდოს პროვინციას, სამხრეთიდან შუა ოგოუეს პროვინციას, სამხრეთ-დასავლეთიდან ესტუარის პროვინციას, ჩრდილოეთიდან კამერუნს, დასავლეთიდან ეკვატორულ გვინეას, აღმოსავლეთიდან კონგოს რესპუბლიკას.

ისტორია რედაქტირება

XIX საუკუნის ბოლოდან და 1912 წლამდე ვოლო-ნტემის პროვინციის ტერიტორია ეკუთვნოდა საფრანგეთს. 1911 წელს, აგადირის კრიზისის შემდეგ, «მაროკო-კამერუნის» შეთანხმების საფუძველზე, ვოლო-ნტემის პროვინცია გადაეცა გერმანიას და შევიდა გერმანიის კამერუნის კოლონიის შემადგენლობაში. პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ პროვინცია კვლავ შევიდა საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის შემადგენლობაში.

მოსახლეობა რედაქტირება

2013 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 154 986 ადამიანს[1][2][3][4].

პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1993 2013
97 271 154 986

დეპარტამენტები რედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით პროვინცია დაყოფილია 5 დეპარტამენტად:

 
ვოლო-ნტემის პროვინციის დეპარტამენტები

სქოლიო რედაქტირება