ნოდარ ჯავახიშვილი
ნოდარ ჯავახიშვილი (დ. 7 ოქტომბერი, 1954) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1993-1998 წლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 2015-2016 წლებში. 2016 წლის დეკემბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე.[1]
ნოდარ ჯავახიშვილი | |
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 აპრილი, 2015 – 29 ნოემბერი, 2016 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | დავით შავლიაშვილი |
მემკვიდრე | ზურაბ ალავიძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
ოქტომბერი, 1993 – მარტი, 1998 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
პრემიერ-მინისტრი | ოთარ ფაცაცია ნიკო ლეკიშვილი ვაჟა ლორთქიფანიძე |
წინამორბედი | დემურ დვალიშვილი |
მემკვიდრე | ირაკლი მანაგაძე |
დაბადებული | 7 ოქტომბერი, 1954 სიღნაღი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებანოდარ ჯავახიშვილი 1972-1977 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, სპეციალობა — ფინანსები და კრედიტები.
1977 წელიდან 1991 წლამდე სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა სახბანკში. 1993-1998 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მისი პოლიტიკური კარიერა 1999 წელს დაიწყო. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. იყო საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე. 2011-2014 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკის" - გენერალური დირექტორი. 2014 წლიდან 2015 წლამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2015-2016 წლებში იყო მინისტრი.
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ნოდარ ჯავახიშვილი აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. გურიანიუსი (12 დეკემბერი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-24. ციტირების თარიღი: 28 ივნისი, 2018.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: დემურ დვალიშვილი |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1993 – 1998 |
შემდეგი: ირაკლი მანაგაძე |
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: დავით შავლიაშვილი |
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 2015 – 2016 |
შემდეგი: ზურაბ ალავიძე |