ნიჩბისის სერი

ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში

ნიჩბისის სერიქედი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში.[1] წარმოადგენს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებას, მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადების — ხეკორძულისა და ნიჩბისისწყლის წყალგამყოფს. იწყება ნატბეურის მთიდან (1560 მ) და მთავრდება ჩრდილოეთით ზღვის დონიდან 632,5 მ სიმაღლის მაღლობით. აგებულია პალეოცენური და შუაეოცენური ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით, კონგლომერატებით, ქვიშაქვებით და თიხებით, აგრეთვე ზედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და ფერადი თიხებით. კალთები ძლიერ დახრილია, შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით (მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი, წიფლნარი), სამხრეთი მონაკვეთი — ჯაგრცხილნარითა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარით.[2] ნიჩბისის სერის ძირას გაშენებულია სოფლები ქვემო ნიჩბისი და სასხორი.

ნიჩბისის სერი
სერის ჩრდილოეთი ბოლო (ხედი სოფ. ძეგვიდან)
სერის ჩრდილოეთი ბოლო (ხედი სოფ. ძეგვიდან)
კოორდინატები: 41°47′03″ ჩ. გ. 44°30′23″ ა. გ. / 41.78417° ჩ. გ. 44.50639° ა. გ. / 41.78417; 44.50639
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მცხეთის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ნატბეურის მთა
სიმაღლე 1560 
ამგებელი ქანები ტუფ-ბრექჩია, ტუფ-ქვიშაქვა, ანდეზიტური ტუფ-ბრექჩია, კონგლომერატი, ქვიშაქვა, თიხა, კირქვა, მერგელი და ფერადი თიხა
ნიჩბისის სერი — საქართველო
ნიჩბისის სერი
ნიჩბისის სერი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ნიჩბისის სერი
სურათები ვიკისაწყობში
  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 127.
  2. დავით უკლება, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 454.